2026 წელი აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ფრთხილად დაიწყო - TBC Capital
2026 წელი აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ფრთხილად დაიწყო, თუმცა რიგ შემთხვევებში, ტექნოლოგიურმა ოპტიმიზმმა ომით გამოწვეული სიფრთხილე გადაფარა. როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნიული, მიუხედავად შაბათ-კვირის დრამატული ცნობებისა ნიკოლას მადუროს შეპყრობის შესახებ, ინვესტორებმა გეოპოლიტიკური შოკი მეტწილად ადგილობრივ მოვლენად აღიქვეს, რომელსაც ენერგეტიკული სექტი სექტორისთვის შესაძლოა გრძელვადიანი დადებითი შედეგები ჰქონდეს. თუმცა, ონდეს. თუმცა, ვინაიდან ვენესუელაზე ნავთობის გლობალური ალური მიწოდების 1%-ზე ნაკლები მოდის, ნედლეულის ფასებზე გავლენა უმნიშვნელო იყო
„ევროპულმა ბაზრებმა უფრო მყარი პოზიცია აჩვენეს; რეგიონულმა ინდექსებმა უკუაგდეს გაურკვევლობა და კონცენტრაცია გლობალურ ენტრაცია გლობალურ ტრენდებზე მოახდინეს. მართალია, აშშ-ის ქმედებებმა საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებით გარდაუვალი კითხვები გააჩინა, მაგრამ ევროპელმა ინვესტორებმა აზიური სესიის რეკორდული მაჩვენებლების კვალდაკვალ სვლა არჩიეს.
აზიაში აქციების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსა განსაკუთრებით კი სამხრეთ კორეული Samsung-ი და ტაივანური TSMC ლიდერობდნენ. აზიისთვის კვირის დასაწყისი 2012 წლის შემდეგ რეკორდულად ძლიერი გამოდგა, რადგან ტექნოლოგიურმა ოპტიმიზმმა გეოპოლიტიკური გაურკვევლობა გადაწონა“, - აღნიშნავენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.