მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ზე მიიღეს მონაწილეობა

news image
mbc image

11-14 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი იმართება. ღონისძიება თავს უყრის 3000-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 1000-ზე მეტ ინვესტორს - მათ, ვინც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან.

წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - Web Summit 2024 - ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, “StartUP in Georgia” ინიციატივით წარდგა.

წელს სამიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის თანამშრომლობით, რეგიონში 500 Global in Eurasia-ს სახელით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა.

სამიტის ფარგლებში, სტარტაპების დამფუძნებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაემყარებინათ საერთაშორისო კავშირები, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ტენდენციებს, მიეღოთ წვდომა ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემაზე, ამასთან, ჩამოეყალიბებინათ მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდის დაჩქარებას. საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში, 500 Global in Eurasia-ში მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი კომპანიები საქართველოს პავილიონში წარადგინეს.

Web Summit-ში მონაწილეობდნენ 500 Global in Eurasia-ს მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაკადის სტარტაპები:

  • Kings international – კომპანია ორგანიზებას უწევს ონლაინ აკადემიურ კონკურსებს სკოლის მოსწავლეებისთვის საზღვარგარეთის ბაზრებზე.
  • Beep - პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გააზიარონ ვიზუალური უკუკავშირი და შესასრულებელი ამოცანები, ამასთანავე, კომფორტულად, სულ რამდენიმე წამში, ონლაინ სივრცეში გააზიარონ კომენტარები.
  • Awork – სტარტაპი სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც აძლევს ორგანიზაციებს შესაძლებლობას, საკუთარი HR პროცესები ბიზნეს პროფილის მეშვეობით, ციფრულად მართონ. ხოლო მომხმარებლებს ეხმარება, მარტივად მოიძიონ ვაკანსია და საკუთარი კანდიდატურა პლატფორმიდანვე წარადგინონ.
  • Helio.AI - სტარტაპი რეკრუტინგის ჭკვიან პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს, რომლითაც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების შერჩევა უფრო ეფექტიანად, სპეციალურად შემუშავებული თამაშის საშუალებით შეუძლიათ.
  • Videopoint-ის პლატფორმა ინსტაგრამის „რილსებს“ Shopify-ს მაღაზიებისთვის სარეკლამო რგოლებად გარდაქმნის და ამის მეშვეობით ზრდის DTC გაყიდვებს.
  • Kalalist - Katalist-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დამკვეთის დავალებას ანუ ტექსტს აანალიზებს და მის საფუძველზე ვიდეოებს ქმნის, რაც წარმოების ხარჯებს ამცირებს, ხოლო პროცესს ოთხჯერ აჩქარებს.
  • Algebras AI - იძლევა MENA, SEA ბაზრებზე შეუფერხებელი მასშტაბირების შესაძლებლობას, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექსტის ტექსტად და ტექსტის მეტყველებად გარდაქმნის ხელსაწყოების მეშვეობით.
  • Widgera - ვებგვერდის შემქმნელი ინსტრუმენტია, რომელიც არ საჭიროებს კოდის წერას, ხელს უწყობს კონვერტაციის მაჩვენებლების ზრდას, AI-ზე დაფუძნებული, პერსონალიზებული და ავტომატური ვებ-გამოცდილების შექმნის მეშვეობით.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა