მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ADB რეგიონის უკეთ დასაკავშირებლად $50 მილიარდის თავმოყრას გეგმავს

news image
mbc image

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2035 წლამდე 50 მილიარდი აშშ დოლარის ($) თავმოყრას გეგმავს ახალი საფინანსო ინსტრუმენტების, პოლიტიკის მხარდაჭერისა და პარტნიორობების მეშვეობით, რათა დაეხმაროს ქვეყნებს საზღვართშორისი ელექტროენერგეტიკული ქსელების მშენებლობაში მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში. ინიციატივის მიზანია ენერგიაზე ფასის შემცირება, სისტემების საიმედოობის გაძლიერება და სუფთა ენერგიით ვაჭრობის გაფართოება, განაცხადა დღეს ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.

„$50-მილიარდიანი პანაზიური ენერგოქსელის ინიციატივა გულისხმობს ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც უფრო დაკავშირებული, მდგრადი და წარმატებული აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის საფუძველია", — განაცხადა პრეზიდენტმა კანდამ. „ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნები მეტად იზიდავენ ინვესტიციებს და უკეთ უმკლავდებიან შოკებს. ფრაგმენტაციას ჩვენ დაკავშირებით ვპასუხობთ."
ADB-ის 59-ე წლიურ შეხვედრაზე, მმართველთა საბჭოს სემინარის ფარგლებში, პანაზიური ენერგოქსელის ინიციატივის (PAGI)  შესახებ საუბრისას, პრეზიდენტმა კანდამ ხაზი გაუსვა ADB-ის როლს ცალკეული პროექტების განხორციელებიდან ინტეგრირებულ რეგიონულ სისტემებზე გადასვლაში, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, მდგრადობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

PAGI, რომლის დაწყების შესახებ კვირას გახდა ცნობილი, ფლაგმანური რეგიონული პლატფორმაა, რომლის მიზანია ელექტროენერგიით საზღვართშორისი ვაჭრობის დაჩქარება, განახლებადი ენერგიის მასშტაბური ინტეგრაცია და ელექტროენერგიის საიმედოობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მთელ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

PAGI-ის მეშვეობით ADB გეგმავს 2035 წლამდე დაახლოებით 20 გიგავატი განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას, 22,000 კილომეტრი გადამცემი ხაზების დაკავშირებას, 200 მილიონი ადამიანისთვის ენერგიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და 840,000 სამუშაო ადგილის შექმნას.

ADB თავისი საკოორდინაციო შესაძლებლობების გამოყენებით გეგმავს ერთ პლატფორმაზე გააერთიანოს მთავრობები, რეგულატორები, კომუნალური მომსახურების კომპანიები, კერძო სექტორი და განვითარების პარტნიორები პოლიტიკის თანხვედრის უზრუნველსაყოფად, ინვესტიციების თანმიმდევრობის დასაგეგმად და იმ სარეგულაციო ბარიერების მოსახსნელად, რომლებიც ხშირად აფერხებს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ADB-ის ხელშეწყობით განხორციელდა არა ერთი მოწინავე, რთული საზღვართშორისი პროექტები, როგორიცაა ბანგლადეში–ინდოეთის ენერგოქსელის დაკავშირება, და მუსონური ქარის ენერგიის პროექტი ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც შერეული დაფინანსების მეშვეობით მოხდა კერძო კაპიტალის მობილიზება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ელექტროქსელების ურთიერთდაკავშირების დაჩქარების მიზნით, ADB-მა შექმნა სპეციალური  რეგიონული დაკავშირების ფონდი, რომელსაც მხარს უჭერს ავსტრალია, კანადა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი. ფონდი ხელს უწყობს რისკის შემცირებას პროექტების საწყის ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოების დაფინანსებასა და უფრო დიდი საჯარო და კერძო კაპიტალის მოზიდვას.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ, და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა