მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ADB საქართველოში განვითარების დახმარების გაძლიერებას და დივერსიფიკაციას გეგმავს

news image
mbc image

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ADB გეგმავს გაზარდოს საქართველოს განვითარების დახმარება უფრო დივერსიფიცირებული მიდგომებით. 

“ADB ამაყობს რომ, დახმარებას უწევს საქართველოს მნიშვნელოვანი პროექტებისა და სტრატეგიული რეფორმების განხორციელებაში, რომელიც გააღრმავებს კაპიტალის ბაზრებს, გარდაქმნის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ საწარმოებს, გაზრდის ადამიანურ კაპიტალს, და გააუმჯობესებს კლიმატის მიმართ მდგრადობას,” განაცხადა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა ასაკავამ. 

საქართველოს 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა მთავრობის ამბიციური პროგრამები წყლისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის საუკუნის პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფანი. 

ეს პროექტები საქართველოს ეხმარება მაქსიმალურად გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ჩამოყალიბდეს ტრანსპორტისა და ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად. პრეზიდენტმა ასაკავამ აღნიშნა საქართველოს აქტიური როლი რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ქვეყნებისა და განვითარების პარტნიორების თანამშრომლობას მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. 

რადგან ბანკი საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ფაზაში შედის, ADB მუშაობს განვითარების არეალების გასაფართოვებლად. ეს მოიცავს ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას. ასევე ბანკი მთავრობასთან ინოვაციური ენერგიის სააკუმულატორო ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.

როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი, ADB ასევე მზადაა საქართველოს  დაეხმაროს მწვანე და ინტეგრირებულ ეკონომიკაზე გადასვლასა და საზოგადოების უფრო მედეგ და ინკლუზიურ განვითარებაში. ეს თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 2030 ხედვასთან, კლიმატის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან. 
 
პრეზიდენტი ასაკავა ასევე შეხვდება ვიცე-პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, ფინანსთა მინისტრსა და საქართველოს წარმომადგენელს ADB-ს მმართველთა საბჭოში ლაშა ხუციშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს, და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. 

ხვალ პრეზიდენტი ლევან დავითაშვილთან და ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად კარეკის 22-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობა, რომელიც თბილისში პირველად ტარდება. თბილისი  ასევე უმასპინძლებს ADB-ს წლიურ შეხვედრას 2024 წლის მაისში.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა 4.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 

ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა