მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს - სებ

news image
mbc image

ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება, - ამის სესახებ სებ-ის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ინფორაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ გასულ თვეებთან შედარებით დაიკლო და 1.0% შეადგინა. ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.1%-ით შემცირდა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის ეტაპობრივი კლება განაპირობებს, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 0.9% შეადგინა.

აგვისტოში გასულ თვესთან შედარებით ყველაზე მეტად სამომხმარებლო ფასებზე ინტერნეტის გადასახდელმა იმოქმედა. ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება ივლისში დაიწყო და აგვისტოშიც გაგრძელდა, რასაც ფასის შესაბამისი გაძვირება არ მოჰყოლია. ამის გავლენით თვის ინფლაციამ 0.2 პპ-ით დაიკლო. წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა. გასულის წლის აგვისტოსთან შედარებით ბენზინის ფასები საშუალოდ 15.8%-ით იყო გაზრდილი, ხოლო წვლილი ინფლაციაში 0.6 პპ-ს შეადგენდა. ინფლაციის შემცირებას ყველაზე მეტად ინტერნეტის და ელექტროენერგიის გადასახადების გაიაფება, შესაბამისად 0.4 პპ და 0.3 პპით განაპირობებდა. სურსათის ფასები გასული წლის აგვისტოს ფასებზე 0.8%-ით ნაკლები იყო (წვლილი ინფლაციაში -0.2 პპ). აქედან ყველაზე გამოსარჩევი მწვანილის და იმერული ყველის გაიაფებაა, რაც ინფლაციას ჯამში 0.5 პპ-ით ამცირებდა.

ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს. აგვისტოში ის 1.1%-მდე შემცირდა. შემცირების მიზეზები ინტერნეტის ღირებულების კლება, სხვადასხვა მომსახურებაზე საბაზო ეფექტის ამოწურვა და ზოგიერთი სურსათის გაიაფებაა. შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასები 1.1%-ით იაფი იყო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შერეულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ანტიბიოტიკებისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიური გაიაფება მოქმედებს. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია 3.0%-ს შეადგენდა, სადაც უდიდესი წვლილი საწვავის გაძვირებას ჰქონდა. მომსახურების ინფლაცია კლებას განაგრძობს და აგვისტოში 1.9%-მდე შემცირდა. როგორც აღვნიშნეთ, მომსახურების ინფლაციის თანდათან შემცირება მეტწილად საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება. გარდა ამისა, მომსახურების ინფლაციის შემცირებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ივლის-აგვისტოში ინტერნეტის ღირებულების კლებამ (1.7 პპ-ით).

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა