აგვისტოში სებ-მა BMatch-ის პლატფორმის მეშვეობით 41 მლნ დოლარი იყიდა
2024 წლის აგვისტოში სებ-მა BMatch-ის პლატფორმის მეშვეობით 41 მლნ დოლარი იყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული მონაცემების, სებ-ის მიერ მიმდინარე წელს Bmatch-ის მეშვეობით შესყიდული დოლარის მოცულობა ასე გამოიყურება:
2024 წლის იანვარი - 8.1 მილიონი დოლარი
2024 წლის თებერვალი - 77.5 მილიონი დოლარი
2024 წლის მარტი - 127.9 მილიონი დოლარი
2024 წლის აპრილი - 73.1 მილიონი დოლარი
2024 წლის ივლისი - 1.9 მილიონი დოლარი
2024 წლის აგვისტო - 41 მლნ მილიონი დოლარი.
აღნიშნული მონაცემებიდან ირკვევა, რომ სებ-მა მიმდინარე წელს BMatch პლატფორმის მეშვეობით სულ 329,5 მლნ დოლარი იყიდა.
BMatch-ის პლატფორმა - ბლუმბერგის ერთ-ერთი ელექტრონული სავაჭრო სისტემა, რომლის მეშვეობითაც სრულდება კონვერტაცია;
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.