აიღე ახალი, ციფრული mastercard ბარათი "ლიბერთის" მობაილ ბანკში და დაიბრუნე 15 ლარი პირველ 50 ლარიან ტრანზაქციაზე
"ლიბერთის" თავისი მომხმარებლებისთვის მორიგი სიახლე აქვს. 18 ოქტომბრიდან უკვე შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით აიღოთ ახალი, ციფრული mastercard ბარათი "ლიბერთის" მობაილ ან ინტერნეტ ბანკში და გამოიყენოთ ის როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური გადახდებისთვის.
გარდა ამისა, mastercard - თან პარტნიორობით, "ლიბერთი" იწყებს აქციას: 50 და მეტი ლარის პირველ ტრანზაქციაზე, ციფრული mastercard - ის ყველა მფლობელი მომენტალურად დაიბრუნებს 15 ლარს ანგარიშზე.
ციფრული ბარათის აღება მარტივია და სულ რამდენიმე წამი სჭირდება. გააქტიურების შემდეგ, მისი გამოყენება მყისიერად არის შესაძლებელი. ციფრული ბარათის დამატება შესაძლებელია Google Wallet-სა და Apple Wallet-ში, რაც იძლევა სავაჭრო ობიექტებში როგორც გადახდის, ისე ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „CashBack“-ით სარგებლობის საშუალებას.
ციფრული ბარათის მიბმა არსებულ ან ახალ ანგარიშზეა შესაძლებელი. ბარათი მულტისავალუტო ფუნქციასაც ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე დოლარის, ევროს და ფუნტის ანგარიში. აქციის ფარგლებში, 15 ლარის დაბრუნება, მხოლოდ mastercard - ის ციფრული ბარათის მომხმარებლებისთვის, ლარში განხორციელებული ტრანზაქციისას იქნება შესაძლებელი როგორც ონლაინ, ასევე ტერმინალზე ანგარიშსწორებისას. აქცია არ გავრცელდება აზარტული თამაშებისა და განაღდების ტოლფას ოპერაციებზე.
თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობთ ლიბერთის მობაილ ბანკის აპლიკაციით, მისი გადმოწერა შეგიძლიათ ბმულებზე iOS: https://apple.co/39VbnXu , Android: https://bit.ly/3GhDxIs.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.