ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, შესაძლოა, ინფლაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით დამატებითი რისკები გააჩინოს - შალვა მხატრიშვილი
"არსებულ რისკებს ბოლო პერიოდში დაემატა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც დამატებითი გაურკვევლობის წყაროა და შესაძლოა, ინფლაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით დამატებითი რისკები გააჩინოს“, - აცხადებს სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი.
მისივე განმარტებით, სწორედ ეს გახლდათ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების მიზეზი.
"არსებულ რისკებს ბოლო პერიოდში დაემატა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც დამატებითი გაურკვევლობის წყაროა და შესაძლოა, ინფლაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით დამატებითი რისკები გააჩინოს - სწორედ ეს გახლდათ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, საკმაოდ მაღალ დონეზე, დატოვების მიზეზი", - აღნიშნა შალვა მხატრიშვილმა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.