არ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის სუპერ შეთავაზებები Black Friday -ის კვირეულის ფარგლებში
Black Friday ის დღეა, რომელსაც ყველა ელოდება, რათა სურვილები აისრულონ და სასურველი ნივთები მეტი ფასდაკლებით შეიძინონ. საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა კი 22 ნოემბრიდან მთელი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებისა და ბენეფიტის მიღების სუპერ შესაძლებლობას გაძლევთ.
საქართველოს ბანკის სუპერ ბარათები, PLUS, საკრედიტო AMEX, სტუნდენტური და sCoolბარათით ტანსაცმლის, ტექნიკის, თუ ნებისმიერი სასურველი ნივთის შეძენის შემთხვევაში დამატებით სხვადასხვა ბენეფიტების მიღების შესაძლებლობა გაქვთ, მათ შორის დამატებითი ფასდაკლებების, ქეშბექების, მეტი PLUS და MR ქულების დაგროვების. რაც უფრო მეტს ხარჯავ, მით მეტს აგროვებ.
PLUS ქულების შეთავაზებები:
მიუხედავად იმისა, რომ Black Friday - ზე პროდუქციის უმეტესობა უკვე ფასდაკლებით იყიდება, PLUS ქულებით გადახდისას ამ მაღაზიებში კიდევ უფრო მეტი ფასადაკლებების მიღების შესაძლებობა გაქვთ.
საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებისთვის:
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტური ბარათის გადაიხდით, მიიღებთ:
მოსწავლის ბარათის გამოყენებისას კი მიიღებთ:
*გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლის ბარათით გადახდისას, დამატებითი ბენეფიტების მისაღებად , საჭიროა გაიაქტიუროთ შეთავაზება sCoolApp-ში.
ეწვიეთ ბმულს და აღმოაჩინეთ სუპერ შეთავაზებები.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.