მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

არსებული გარემოს გათვალისწინებით სებ-ის გადაწყვეტილება სრულად გამართლებულია - ვახტანგ ჭარაია

news image
mbc image

არ ღირს აჩქარება, რომ დღეს სასწრაფოდ იყოს დაწეული რეფინანსირების განაკვეთი, რადგან, შეიძლება, ხვალ საპირისპირო მოქმედების განხორციელება მოგვიწიოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ის დონეზე შეინარჩუნა.

ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოწვევებიდან გამომდინარე გამართლებულია. 

„ამ წუთას სებ-ი საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და არსებული გარემოს გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება სრულდ გამართლებულია. 

მართალია დღეს ინფლაციური ფონი მაღალი არ არის და არ არის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის, თუმცა რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ინფლაციურმა პროცესებმა კვლავ იფეთქოს გამომდინარე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან. ამას ემატება მანამდე არსებული და სხვა უამრავი გამოწვევა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომიდან მოდის.

შესაბამისად, თადარიგის დაჭერა და სტატუს-კვოს შენარჩუნება გამართლებულ ნაბიჯად მიმაჩნია. არ ღირს აჩქარება, იმ მომართულებით, რომ დღეს სასწრაფოდ იქნას დაწეული რეფინანსირების განაკვეთი და შეიძლება, ხვალ საპირისპირო მოქმედების განხორციელება მოგვიწიოს რამაც უფრო მეტი გაუგებრობა გამოიწვიოს ბაზარზე. შესაბამისად სტატუს-კვოს შენარჩუნება გამართლებულია ამ ეტაპზე“, - აღნიშნა ჭარაიამ. 

"საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შედარებით გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე გაზრდილი დაკრედიტება და საწვავის ფასებზე მზარდი წნეხი ქმნის ვითარებას, რომლის პირობებშიც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკა უფრო ფრთხილი ნაბიჯებით შემსუბუქდეს.

შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთი 0,25%-ით სებ-მა წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, 13 სექტემბერს შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა