აშშ-ის პერსონალური ხარჯების ინდექსი იზრდება - TBC Capital
აშშ-ის პერსონალური ხარჯების ინდექსი იზრდება. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკირეულ მიმოხილვაშა აღნიშნული, პარასკევს გამოქვეყნებული ვაჭრობის დეპარტამენტის მაჩვენებელის თანახმად, პერსონალური ხარჯების ინდექსი (PCE), რომელიც ფედერალური რეზერვის საყვარელი ინფლაციის საზომია, ოქტომბერთან შედარებით მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა.
წლიურ დონეზე, მაჩვენებელი 2.4%-იან ინფლაციის ტემპს მიუთითებს, რაც ჯერ კიდევ აჭარბებს ფედერალური რეზერვის 2%-იან მიზანს, მაგრამ უფრო დაბალია Dow Jones-ის პროგნოზირებულ 2.5%-თან შედარებით. თვის ზრდა ასევე 0.1 პროცენტული პუნქტით დაბალი იყო მოლოდინებთან შედარებით. საკვების და ენერგიის გამოკლებით, ძირითადი PCE ასევე 0.1%-ით გაიზარდა თვეში და 2.8%-ით წლიურ დონეზე, ორივე მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით დაბალია პროგნოზებთან შედარებით. ფედერალური რეზერვი ძირითად PCE-ს უფრო საიმედო საზომად მიიჩნევს გრძელვადიანი ინფლაციის ტენდენციების შესაფასებლად, რადგან ის გამორიცხავს საკვების და ენერგიის უფრო მერყევ კატეგორიებს.
„ფედერალური რეზერვის საყვარელი ინფლაციის საზომი მოლოდინებთან შედარებით უფრო დაბალი იყო, რამაც შესაძლოა შეარბილოს ბაზრის იმედგაცრუება ფედერალური რეზერვის ოთხშაბათის საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილების შემდეგ. ანგარიში გამოქვეყნდა ცენტრალური ბანკის მიერ ძირითადი საპროცენტო განაკვეთის მეოთხედპროცენტული პუნქტით შემცირების შემდეგ, რომელიც 4.25%-4.5% დიაპაზონის ფარგლებშია, რაც ბოლო ორი წლის ყველაზე დაბალი დონეა. თუმცა, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა და მისმა კოლეგებმა, 2025 წლის განაკვეთის შემცირების მოლოდინები გადაასწორეს, ახლა პროგნოზირებენ მხოლოდ ორ შემცირებას, მაშინ როდესაც სექტემბერში ოთხ შემცირებას ელოდნენ“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.