მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Bank of Georgia Group-ის შვილობილმა, Ameriabank-მა $200 მილიონის ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი IFC-სთან

news image
mbc image

საქართველოს ბანკის ჯგუფი აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა, ამერიაბანკმა, ხელი მოაწერა 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასთან (IFC).

თანხის ნახევარი მიმართული იქნება კლიმატის პროექტების დაფინანსებისთვის, მეოთხედი - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ხოლო დარჩენილი მეოთხედი ქალი მიკრო, მცირე, და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის.

"აღნიშნული გრძელვადიანი სესხი IFC-სა და სომხეთის ბანკებს შორის გაფორმებული ყველაზე დიდი შეთანხმებაა. ის არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ მიზნებითაც უნიკალურია: ბიზნესის ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც მიემართება კლიმატური გამოწვევების მოგვარებას, ქალ მეწარმეთა გაძლიერება და სომხეთისათვის მდგრადი მომავლის შექმნა“, - განაცხადა Ameriabank-ის გენერალურმა დირექტორმა არტაკ ჰანესიანმა.

 

"ეს პარტნიორობა არის IFC-ის სტრატეგიის ნაწილი, რათა გაზარდოს კერძო ინვესტიციები მდგრად განვითარებაში. Ameriabank-ი კლიმატური ფინანსირების ლიდერია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღნიშნული მიზნების მიღწევაში. გრძელვადიანი დაფინანსების მიწოდებით ჩვენ მიზნად ვისახავთ ვაჩვენოთ კლიმატური დაფინანსების მასშტაბის ზრდას სომხეთის ფინანსურ

სექტორში“, - აღნიშნა IFC-ს რეგიონალურმა მენეჯერმა მარსელო კასტელანოსმა.

"ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და სომხეთის სწრაფად მზარდი ეკონომიკის მხარდაჭერისათვის.  Ameriabank-ი  სომხეთში ერთ-ერთი წამყვანი ბანკია , რომელიც აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ადგილობრივი ბიზნესისთვის პოზიტიური ცვლილებების შექმნას. დიდი მადლობა IFC-სა და  Ameriabank-ის გუნდებს წარმატებული თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა Bank of Georgia Group-ის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა