ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს
ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ბანკი ქართუ ეხმიანება TV პირველის მიერ გავრცელებულ მორიგ მანიპულაციურ სიუჟეტს და ცრუ ბრალდებებს ბანკი ქართუს მიერ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირისთვის ქონების მიყიდვის და სესხის გაცემის შესახებ.
„პირიმზის“ შენობის რეალიზაცია მოხდა 2022 წელს. ბანკი ქართუ მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობის და საუკეთესო საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის სრული დაცვით. მათ შორის შესწავლილ იქნა მყიდველი კომპანია, მისი იმჟამინდელი დამფუძნებელი/ბენეფიციარი/დირექტორი, მოხდა ინფორმაციის საძიებო სისტემებში გადამოწმება. არ არსებობდა ობიექტური გარემოება, რომ ბანკს თავი შეეკავებინა ასეთი ხელშეკრულების დადებისგან. აღნიშნულ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან მიმართებაში ბანკმა განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო ქმედება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნული ბრალდება TV პირველის მხრიდან ბანკის ცილისწამების პირველი შემთხვევა არ არის. ბანკს სასამართლოში შეტანილი აქვს 2 სარჩელი TV პირველის წინააღმდეგ ცილისწამების სხვა ფაქტებზე. მათგან ერთ საქმეზე 2 ინსტანციაში ცილისწამების დავა ბანკს უკვე მოგებული აქვს.
ბანკი აუცილებლად მიმართავს სასამართლოს სარჩელით TV პირველის და სხვა პირების წინააღმდეგ, ვინც ბანკის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, მანიპულაციური განცხადებები გააკეთა და დაუსაბუთებლად დაადანაშაულა ბანკი მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირთან ურთიერთობაში.
დამატებით აღსანიშნავია, რომ „პირიმზესთან“ მიმართებაში ბანკი ქართუ წარმოადგენდა დაზარალებულ მხარეს, რაც დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენით. სს „პირიმზის“ დამფუძნებლის, დირექტორის და 2011 წელს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი პირების შეთანხმებით მოხდა ბანკისათვის დანაშაულებრივი გზით ზიანის მიყენება“.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე წარადგინა
01.05.2026.11:23
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მას ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ყოფილი უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა.
ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას გააგრძელებს.
მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, მიხეილ მაღლაკელიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უწყების მუშაობის ეფექტურობა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს შორის კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება.
თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი წარმატებები უსურვა.