მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკი Global Finance-ის 2023 წლის რჩეულია ნომინაციაში - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი საუკეთესო ბანკი

news image
mbc image

გავლენიანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Banking & Finance Review-მ ყოველწლიური დაჯიდლოების შედეგები გამოაქვეყნა. ბაზისბანკმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა და საქართველოში მცირე და  საშუალო  ბიზნესის მხარდამჭერი საუკეთესო ბანკის 2023 წლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ბაზისბანკის აღნიშნულ ნომინაციაში წარმატება, როგორც ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის ძლიერი სტრატეგიიდან გამომდინარეობს და ადასტურებს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებულობასა და ლიდერის პოზიციას. ბაზისბანკი 2023 წელსაც აგრძელებს დინამიურად განვითარებას და ბიზნესის დაკრედიტებით ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში პოზიციონირებს.

„ბაზისბანკი რეგიონის ფინანსურ ინდუსტრიაში, მცირე და საშუალო წარმოების განვითარებისა და ზრდის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტია. ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლებზე წვდომისა და მათზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. პარტნიორებთან კავშირის გამყარების და საბრუნავი კაპიტალისა და ვაჭრობის დაფინანსების ზრდის ძალისხმევა კარგად წარმოაჩენს ბანკის უდიდეს გამოცდილებას მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაში ქვეყნის მასშტაბით. ” - Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი, ვანდა რიჩი.

„ჩვენთვის საამაყოა საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Finance-ის მიერ ბაზისბანკის აღიარების მოპოვება. ჩვენ საბანკო სფეროში წარმატებული მოღვაწეობის 30 წლიანი ისტორია გვაქვს, რომლის თითოეულ ეტაპზე მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებულნი. აღნიშნული ჯილდო გუნდის თავდაუზოგავი შრომის და ბიზნესისთვის საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების მორიგი დადასტურებაა. ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად, რასაც  გლობალურ ფინანსურ საზოგადოებაში ყოველწლიურად აქვს ადგილი. Global Banking & Finance Review მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა