მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკი ტირიფონის ბაღების ფინანსური პარტნიორია

news image
mbc image

ბაზისბანკი 2014 წლიდან ტირიფონის ბაღების საიმედო ფინანსური პარტნიორია. ამ დროის განმავლობაში, ბაზისბანკის მხარდაჭერით და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, კომპანიამ გააშენა ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები, რომელიც სრულად მოაწყო და აღჭურვა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ტექნიკით. ტირიფონის ბაღები სრულად გამართულია უახლესი სარწყავი სისტემებით.

2019 წელს ტირიფონის ბაღებში სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაიწყო და დღეისათვის  1000 ტონა ვაშლის შენახვის შესაძლებლობის მქონე სამაცივრე საცავი აქვს, რომელიც არჭურვილია თანამედროვე დამხარისხებელი ხაზით, რომელიც ასევე ბაზისბანკის და USAID-ის მხარდაჭერით შეიძინა. სამაცივრე საცავი საშუალებას აძლევს კომპანიას, რომ ვაშლის შენახვის ღირსეული პირობები უზრუნველჰყოს და პრაქტიკულად შემდეგ სეზონამდე შეინახოს.

„ბაზისბანკთან პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ, ერთობლივად შევძელით და გავაშენეთ პირველი ბაღი. შემდეგ ბევრი სხვადასხვა ნაბიჯი გადავდგით, გზადაგზა დავრწმუნდით იმაში, რომ აუცილებელი იყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მაშინვე გამართვა. აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი და მაღალკაპიტალდაბანდებიანი პროექტი გამოგვივიდა, თუმცა თუკი ვფიქრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი წამოწყება იყოს ბიზნესი, აუცილებელია, ისევე როგორც ნებისმიერ ბიზნესს, ჰქონდეს სახურავი და წარმოების  სტაბილიზაციის გეგმა. ამაში ძალიან დაგვეხმარა ის, რომ ბაზისბანკი ყოველთვის იყო მზად, რომ ჩვენ მუდმივად განვითარებაზე გვეფიქრა.

მას შემდეგ, რაც მსხმოიარობის იმ მაჩვენებლებს მივაღწევთ, რაც ჩვენთვის არის სასურველი და სამაცივრე საცავს გავზრდით, მივიღებთ გადაწყვეტილებას არამხოლოდ ვაშლის ან მსხლის ჯიშების მიხედვით, არამედ შეიძლება სხვა სახეობის ხეხილიც გავაშენოთ. თუმცა ერთ რამეში კი მყარად ვართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მრავალწლიანი ნარგავობა და ხეხილი უნდა გავაშენოთ. ჩვენთვის ეს უკვე სპეციალობად იქცა.“ - ტირიფონის ბაღების დამფუძნებელი, ზურაბ გოჯიაშვილი.

„ტირიფონის ბაღები მუდმივად ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული და ბაზისბანკის მიერ მუდმივად ხორციელდება მათი მეურნეობის საჭიროებებზე მორგებული აგრო და ბიზნეს პროექტების დაფინანსება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის, ხელს ვუწყობთ ქვეყნის მასშტაბით აგრო სექტორის განვითარებას და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის.“ - ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ ნოზაძე.

ბაზისბანკის და ტირიფონის ბაღების პარტნიორობის ვიდეო ისტორია

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა