მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკის და AzRy-ის პარტნიორობით, ბანკში ფულადი გზავნილების ახალი მოდული დაინერგა

news image
mbc image


ბაზისბანკი და ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანია AzRy წელიწადზე მეტია წარმატებით თანამშრომლობენ, ბანკის მიერ კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებების გამოყენების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად უმარტივებს ბაზისბანკის მომხმარებელს სხვადასხვა საბანკო სერვისებით სარგებლობას.
ბაზისბანკსა და AzRy-ს პარტნიორობის შედეგად ბოლო ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ბანკში დაინერგა, არის ფულადი გზავნილების მოდული, რაც გულისხმობს ბანკის ფილიალებში გზავნილის მარტივ, ერთ სივრცეში მართვას როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების კუთხით. ბაზისბანკის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს თანხა დროის მოკლე მონაკვეთში სალაროს მეშვეობით ან დაირიცხოს გზავნილი ბაზისბანკში არსებულ პირად ანგარიშზე.
აღნიშნული პროექტის დანერგვის პარალელურად, ფულადი გზავნილების მიმართულებით ბაზისბანკს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე აქვს.  ბანკმა თანამშრომლობა დაიწყო ფულადი გზავნილების ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ ამერიკულ სისტემასთან - Ria, რომელიც 1987 წლიდან ოპერირებს და გასული წლის არსებული სტატისტიკის შესაბამისად ქართულ ბაზარზე მესამე ადგილზეა რეიტინგული ფულადი გზავნილების სისტემებს შორის. Ria-ს მეშვეობით გზავნილის მიღება და გაგზავნა მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში, 540 000-ზე მეტი პუნქტის მეშვეობით არის შესაძლებელი.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა