მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკის მხარდაჭერით, მწვანე კონცხზე, Greenwood Hotel, Restaurant & Spa გაიხსნა

news image
mbc image

ბაზისბანკის მიერ აქტიურ რეჟიმში გრძელდება საქართველოს მასშტაბით სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერა.

ბაზისბანკთან პარტნიორობით, მწვანე კონცხზე, ზღვისა და ბოტანიკური ბაღის ხედებით, ახალი სასტუმრო Greenwood Hotel, Restaurant & Spa გაიხსნა. ბაზისბანკის მიერ, სასტუმროს მშენებლობისა და აღჭურვის მინზობრიობით განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერის მოცულობამ 3.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სასტუმრო გრინვუდი მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს და 74 ნომერს აერთიანებს. სტუმრებს თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა ტიპის ნომრები ზღვისა თუ ბოტანიკური ბაღის ხედით, ვერანდითა და პირადი ჯაკუზით. თითოეული ნომერი თანამედროვე ინტერიერითა და დახვეწილი დეტალებით გამოირჩევა და სტუმრების კომფორტისა და საუკეთესო განწყობის შესაქმნელად მაქსიმალურად არის აღჭურვილი, მათ შორის, საჭირო ტექნიკითა და სწრაფი ინტერნეტით. სასტუმროს კომფორტული ნომრები, სპა, აუზი, რესტორანი და ინფრასტრუქტურა მშვიდი დასვენების წინაპირობაა.

„შავიზღვისპირეთში ზაფხულის გასატარებლად, სასტუმრო გრინვუდში საუცხოო ბუნება, პლაჟი, სუფთა ჰაერი, ულამაზესი ხედები და დაუვიწყარი გარემო ელოდება დამსვენებლებს, ადგილზე, სადაც ტყისა და ზღვის ერთიანობას, სასტუმრო გრინვუდის სიმყუდროვე ერწყმის და მომავალში კიდევ არაერთხელ დაბრუნების სურვილს აჩენს. მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან ორმხრივი პარტნიორობით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც კიდევ უფრო გაფართოვდება“ - გირნვუდის გენერალური მენეჯერი სოფიკო მეგრელიშვილი.

„ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი,  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ აჭარის რეგიონში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ და ყოველთვის მზად ვართ დავრჩეთ მათ საიმედო ფინანსურ პარტნიორად.“ -  ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა