მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

BGEO ჯგუფმა სახელი შეიცვალა

news image
mbc image

BGEO ჯგუფმა სახელის ცვლილებაზე განაცხადა. ჯგუფის სახელი ამიერიდან Lion Finance Group-ი იქნება.

ჯგუფის განცხადებით, სახელის შეცვლა სტრატეგიულ პოზიციონირებას უკავშირდება  და ის Lion Finance Group-ი საქმიანობის საერთაშორისო მასშტაბირებას ასახავს.

ჯგუფში შემავალი ბანკების - საქართველოს ბანკისა  და ამერიაბანკის სახელები   უცვლელი  რჩება.

Lion Finance Group (წარსულში BGEO), FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაშია და მისი შვილობილი კომპანიები საქართველოსა და სომხეთის საბანკო სექტორში ორი უნივერსალური ბანკით (საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი) არიან წარმოდგენილი. ამასთან, ჯგუფი ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელიც 2006 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და  აქციები გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით განათავსა.

„ცვლილება ეხება ჯგუფის დასახელებას,  მისი წარმომავლობის ხაზგასასმელად და საერთაშორისო მასშტაბით წარმოსაჩენად კი უცვლელი რჩება საფონდო ბირჟის კოდი, ე.წ. „ტიკერი“ (BGEO), ასევე ლოგო  და მასზე კვლავ გამოსახულია „ალაზნის ველის ლომი“, როგორც ქვეყნის ისტორიისა და ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილების სიმბოლო. ასევე, უცვლელი რჩება ჯგუფის მმართველობა და აქციონერთა შემადგენლობაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

აღსანიშნავია, რომ  Lion Finance Group-ის აქციონერებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა: JP Morgan, BlackRock, The Vanguard Group, Schroders, Norges Bank Investment Management (წამყვანი საპენსიო ფონდი) და ა. შ.

ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ Lion Finance Group-ის ვებგვერდს www.lionfinancegroup.uk

 

 

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს

30.07.2026.12:47

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.

მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.

ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა