მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ბიზნეს დიალოგი“ ბიზნესისთვის კარგი შესაძლებლობაა - ხათუნა ჭელიძე ლიბერთის ინიციატივაზე

news image
mbc image

ლიბერთის ინიციატივა - „ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია რაც ხორციელდება და წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში.

შეხვედრების მიზანი, ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან უშუალო. დიალოგის ფორმატი კარგი პლატფორმაა იმ მიზნით, რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და ბანკის წარმომადგენლებთან აგრო და ბიზნეს კომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახებ იმსჯელონ.

ლიბერთის ინიციატივაზე დეტალურად ბანკის მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხათუნა ჭელიძე საუბრობს:

- რას წარმოადგენს ბიზნეს დიალოგი და რა არის მისი მთავარი მიზანი?

- ლიბერთისთვის ბიზნეს დიალოგი არის პლთფორმა, სადაც ვხვდებით და ვესაუბრებით ჩვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს, ეს არ არის მხოლოდ საუბარი დაფინანსებაზე — ეს არის რეალური პარტნიორობა და მზაობა, რომ ლიბერთი იქნება თანამგზავრი და მხარდამჭერი, მათი ბიზნესის განვითარების გზაზე

- ამ ინიციატივის ფარგლებში, რომელ რეგიონებს ხვდებით და როგორია მათი ჩართულობა?

- დიალოგის ფარგლებში,  ვხვდებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ყველა რეგიონში. შეხვედრები ძალიან ინტერაქტიულია და მაღალია მეწარმეების ჩართულობა

- რა ძირითადი საჭიროებები გამოიკვეთა შეხვედებისას? რას ელიან მეწარმეები?

- პირველი ეს არის, მხარდაჭერა ფინანსურ გადაწყვეტილებებში. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანური მიდგომა – მეწარმეს სურს, რომ ბანკი უბრალოდ ფორმალური არ იყოს, არამედ გვერდით მდგომი პარტნიორი.

და ასევე, ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ინფორმირებულობა სახელმწიფო პროგრამებზე და პროექტებზე 

- პარტნიორები, როგორებიც არიან „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტო - როგორ ერთვებიან პროცესში და რა ტიპის მხარდაჭერას სთავაზობენ მეწარმეებს?

- ეს ნიშნავს, რომ შეხვედრის დროს მეწარმემ შეიძლება ერთ სივრცეში მიიღოს:

  • თანადაფინანსების ინფორმაცია,
  • სუბსიდირებული სესხის პირობები
  • და კონკრეტული დახმარება ბანკიდან.

- როგორ აფასებთ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს და რაში ხედავთ ყველაზე დიდ პოტენციალს?

- მცირე და საშუალო ბიზნესს, რეგიონებში დიდი პოტენციალი აქვს და სამომავლო განვითარებისთვის, ძალიან სჭირდებათ ფინანსური სექტორის მხარდაჭერა. ეს თავის თავში მოიცავს, როგორც ფინანსურ რესურსებთან წვდომას, ისე კონსულტაციებს და რჩევებს, რა შეიძლება მოითხოვონ და მიიღონ ჩვენგან.  განსაკუთრებით დიდი პოტენციალი არის ფერმერული და აგრო მეურნეობების და საოჯახო ტურიზმის მიმართულებით

- გრძელვადიანად, რას გეგმავთ „ბიზნეს დიალოგის“ ფარგლებში - იგეგმება თუ არა პროგრამის გაფართოება, ან ახალი ფორმატის დამატება?

- ზუსტად ახლა ვმუშაობთ ბიზნეს დიალოგის გაფართოებაზე. პირველ რიგში, გავდივართ სექტორულ დიალოგებს (მაგ. აგრო, ტექნოლოგიები, მეწარმეობა), ციფრული პლატფორმის შექმნას, და იმედი გვაქვს, რომ მალე დიალოგს ექნება საგანმანათლებლო კომპონენტიც — რჩევების, გიდებისა და სემინარების სახით.“

- რა მოლოდინი გაქვთ ამ შეხვედრების შედეგად? კონკრეტული წარმატების ისტორიები გაქვთ ალბათ უკვე. 

  • კიდევ უფრო დაახლოება, ჩვენს მიზნობრივ სეგმენტთან
  • მომხმარებლების საჭიროებების დეტალურად შესწავლა
  • მათი წარმატების ისტორიის შექმნა, ლიბერთისთან ერთად.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა