მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიშს 31 დეკემბრამდე გახსნიან, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

news image
mbc image


საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესებსა და  საჭირობებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ის ბიზნესები, რომლებიც ბიზნეს ანგარიშს 31 დეკემბრამდე გახსნიან, საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.

შეთავაზების ფარგლებში, 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნილ  ბიზნეს ანგარიშზე ბიზნესები  3 თვის განმავლობაში, საქართველოს ბანკის სტანდარტული ან ჭკვიანი ტერმინალით ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.  გარდა ამისა, მიიღებენ შესაძლებლობას,  29 თებერვლის ჩათვლით, ლარის გამავალ ოპერაციებზე გადახდილი საკომისიო ქეშბექის სახით ყოველთვიურად დაიბრუნონ. (მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით).

ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნის შემთხვევაში კი, მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ და 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ ბიზნეს პაკეტის ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა: ბიზნეს ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობილბანკი, SMS ბანკი, შეტყობინების სერვისები და სხვა.

 „ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს ის შეთავაზებები მივაწოდოთ, რაც მათ ბიზნეს საჭიროებებსა და მოთხოვნებს პასუხობს. ამჯერად, ბანკი იმ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებიც 31 დეკემბრამდე  გახსნიან ბიზნეს ანგარიშს საქართველოს ბანკში, სხვადასხვა ბენეფიტს სთავაზობს. მათ ექნებათ შესაძლებლობა 3 თვის განმავლობაში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე ისარგებლონ საქართველოს ბანკის ტერმინალით და ამავდროულად მიიღონ ყოველთვიური ქეშბექი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უკან დაბრუნებული თანხა კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძლებთ მუშაობას, რათა ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ, რაც მათ საკუთარი ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში

შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ  ბმულს

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა