მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში - რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

news image
mbc image

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი სამეწარმეო წარმატებისკენ, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის, Mastercard-ის ფინანსური წიგნიერების პროგრამა გთავაზობს შესაძლებლობას მიიღო მონაწილეობა საბაზისო ფინანსური განათლების მოდულში.

ეს უნიკალური პროექტი შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა? 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს და მომავალ ანტრეპრენერებს. პროექტი ფოკუსირდება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა თემებზე და ემსახურება მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერებას.

ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროგრამაში, რომელიც მოიცავს ფინანსების, ბიზნესის, მარკეტინგისა და ინოვაციების ლექციებსა თუ ვორქშოფებს. საბაზისო ფინანსური განათლების მოდული უპასუხებს მთავარ კითხვას - როგორ ვაქციოთ ჩვენი იდეები რეალობად, დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი და მივიღოთ ფინანსური სარგებელი.

როდის იწყება პროექტი?

პროექტი დაიწყება 2024 წლის 3 თებერვალს და მომდევნო სამი შაბათის განმავლობაში, 10 ლექციის ფარგლებში დაფარავს საბაზისო ფინანსური განათლების მოდულს.

სად დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს.

რას მიიღებ ჩვენი პროგრამისგან?

  • ფინანსური განათლება: ჩვენი პროგრამა მოიცავს ბიუჯეტირების, დაზოგვის,  ინვესტირების და ბიზნესის სხვა ფუნდამენტურ პრინციპებს;
  • ეფექტური ფინანსური მენეჯმენტი: ისწავლი როგორ მართო პირადი ფინანსები თავდაჯერებულად, უზრუნველყო უსაფრთხო და ფინანსურად მდგრადი მომავალი;
  • სამეწარმეო უნარები: ჩვენი სასწავლო პროგრამა სცილდება ფინანსების ფარგლებს, რათა შთააგონოს სტუდენტები, შექმნან საკუთარი ბიზნესი და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას;
  • მარკეტინგის შესავალი: ჩვენი მარკეტინგის მოდულის ფარგლებში გაიგებ როგორ მიაწოდო შენი პროდუქტი აუდიტორიას და როგორ გახდე წარმატებული მეწარმე;
  • თანამედროვე ინოვაციები: ჩვენ ვისაუბრებთ თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე და გავიგებთ, თუ რა როლი აქვს ინოვაციებს ქვეყნის განვითარებასა და შესაბამისად, მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

Mastercard-ის ფინანსური წიგნიერების პროექტი არ არის მხოლოდ განათლება, ეს არის ტრანსფორმაცია. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემების გაძლიერებით, ჩვენ ერთად ვიწყებთ პოზიტიურ ცვლილებებს და ვქმნით უფრო ძლიერ მომავალს!

  • დასასრული -

 

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა