მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია უფრო მეტ კომპანიას დავეხმაროთ დივერსიფიცირებული დაფინანსების მოზიდვაში - Galt & Taggart-ის ახალი ხელმძღვანელი

news image
mbc image

საქართველოს ბაზარზე წამყვან საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.  ლევან შავკაციშვილი Galt & Taggart-ი მმართველი დირექტორის პოზიციაზე საქმიანობას უკვე შეუდგა.

ლევან შავკაციშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საფინანსო სფეროში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. 2018-2023 წლებში ის თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების მიმართულებას ხელმძღვანელობდა; მანამდე,  2017-18 წლებში ლონდონში  Greensill Capital-ის დირექტორის პოზიციას იკავებდა, სადაც მისი საქმიანობა  გრძელვადიან სტრუქტურირებულ დაფინანსებას და კაპიტალის ბაზრებიდან  კლიენტებისთვის  საკრედიტო რესურსის მოზიდვას უკავშირდებოდა.

2010-2017 წლებში ლევან შავკაციშვილი Citibank-ის ლონდონის ოფისში მუშაობდა, სადაც  2012 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა სტრუქტურირებული დაფინანსების მიმართულებით და ფარავდა  ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონს.

ლევან შავკაციშვილს 2010 წელს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი. ამასთან, 2023 წელს მან გაიარა სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის აღმასრულებელი პროგრამა (Stanford Executive Program) კალიფორნიაში.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ Galt & Taggart-ის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად ვიმუშაო და ხელი შეუწყო ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია უფრო მეტ კომპანიას დავეხმაროთ დივერსიფიცირებული დაფინანსების მოზიდვაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან, იქნება ეს ობლიგაციები თუ სააქციო კაპიტალი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ კომპანიას მივცემთ ზრდისა და გაფართოების შესაძლებლობას, გავუხსნით გზას საფონდო ბირჟისკენ და ხელს შევუწყობთ საქართველოში უკეთესი, უფრო ძლიერი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავს ლევან შავკაციშვილი, Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა