მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე როგორც არასოდეს - ლევან დავითშავილი

news image
mbc image

კომერციული ბანკების ინვესტორებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, იმისათვის, რომ მათ ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოს საფინანსო სექტორის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების მხრიდან ძირითად საკითხებზე პასუხები ამომწურავადაა გაცემული.

„სებ-თან დაკავშირებით გეტყვით, რომ რულია რაიმე დავამატო, რადგანაც ქალბატონმა ნათია თურნავამ საზოგადოებას ძალიან დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამომწურავადაა გაცემული პასუხები ძირითად საკითხებზე. ჩემი მხრიდა მინდა დავამატო, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ ეს აჟიოტაჟი დამაზიანებელიახოლმე, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. ეს ძირითადად აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის ისე საფინანსო სექტორის. საფინანსო სექტორი საკმაოდ მგრძნობიარეა. ამიტომ კიდევ ერთხელ, პასუხისმგებლობა იმას მოითხოვს, რომ ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს და არ დავაზიანოთ. გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ბანკების, ძირითადად საერთაშორისო  საფინანსო ინსტიტუტებთან და აქ ძალიან მკაფიოდ არის ყველაფერი.

გარკვეულობა არსებობს და ბანკებიც დღეს არის აბსოლუტური სიმშვიდე. სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი, მინდა გითხრა, რომ მდგრადია საფინანსო სექტორი. უბრალოდ შესაძლოა განგებ ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით დავაზიანო. ეს არის პასუხისმგებლობა, იგივე პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი. ჩვენ ბანკებთან გაქვს მჭიდრო კავშირი ბანკებს არ აქვთ პრობლემა და ჩვენ სამუშაო რეჟიმი ძირითად გადაწყვეტილებებზე ვმსჯელობთ. ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე როგორც არასოდეს“, - აღნიშნა დავითაშვილმა. 


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა