ჩვენი საფინანსო სექტორი არის ძლიერი და მდგრადი როგორც არასდროს - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი Live “-ში განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის ძლიერი და მდგრადი როგორც არასდროს.
„მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, ამას ვაცხადებ არა როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ სრულიად საბანკო სისტემასთან კომუნიკაციისა და კონსულტაციის შედეგად, ჩვენი საფინანსო სექტორი არის ძლიერი და მდგრადი როგორც არასდროს“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია იმ ხელოვნურად გავრცელებულ შიშებს, რომ თითქოს შეიძლება საბანკო სერვისებით სარგებლობისას მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ. „საკმარისი ლიკვიდობა გააჩნიათ ბანკებს. წვდომა საბანკო სერვისზე ჩვენ სისტემაში დღესაც, ხვალაც, ნებისმიერ დროს იქნება უზრუნველყოფილი. მეტსაც გეტყვით, ფინანსური თვალსაზრისით სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში ხორციელდება შეუფერხებლად. ეს არის ტურიზმის აღდგენა, საერთაშორისო ვაჭრობა, გზავნილები და სრული თავისუფალი ხელმისაწვდომობა არის ლარის რესურსზე. არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ აჰყვებიან ანგაჟირებული პოლიტიკოსების განცხადებებს“, - აღნიშნა თურნავამ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.