მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

CIPS-ში ინტეგრაცია საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ტრანსსასაზღვრო გადახდების დივერსიფიკაციასა და ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსური ოპერაციების გამარტივებაში დაეხმარება - ელჩი

news image
mbc image

ამჟამად, საქართველოს კომერციული ბანკები და CIPS აქტიურად თანამშრომლობენ გადახდის სფეროში, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი. ელჩმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ CIPS-ში ინტეგრაცია დაეხმარება საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემების დივერსიფიკაციაში.

„2025 წლის დეკემბრის ბოლოს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტთან  ხუანგ ფუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ეს იყო მათ შორის გამართული მეორე შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბატონი ხუანგ ფუ დელეგაციით ეწვია საქართველოს იმავე წლის ივლისში. ორმა მხარემ საკუთარი მოსაზრებები გაცვალა საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების CIPS-ის გლობალურ ქსელზე წვდომის ხელშეწყობის შესახებ. ამჟამად, საქართველოს კომერციული ბანკები და CIPS აქტიურად თანამშრომლობენ გადახდის სფეროში. ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სწრაფ განვითარებასთან ერთად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სულ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა, ახალი ენერგიის განვითარება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და ციფრული ეკონომიკა. CIPS-ში ინტეგრაცია დაეხმარება საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემების დივერსიფიკაციაში, ორ ქვეყანას შორის გადახდების, გადარიცხვებისა და ტრანზაქციების გამარტივებაში, ჩინეთ-საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო და საინვესტიციო საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაადვილებაში“, - აღნიშნა ელჩმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა