მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დაბალინფლაციურმა გარემომ ცოტა უფრო გაბედულად მოქმედების შესაძლებლობა მოგვცა - ნათია თურნავა

news image
mbc image

„საქართველოს ეროვნული ბანკი თანმიმდევრულია მონეტარული პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,75%-ით შემცირების შეფასებისას განაცხადა.

„2023 წლის მაისიდან ეტაპობრივად ვამცირებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. თავიდან მცირე და ნელი ტემპებით დავიწყეთ და ვამცირებდით 0,25%-ით. თუმცა, დავინახეთ, რომ დიდი ხნით ნარჩუნდება დაბალი ინფლაციური გარემო - ინფლაცია თვიდან-თვემდე 1%-ზე დაბალია. ინფლაციური მოლოდინები ნორმალიზდა, გარკვეული რისკები კი, რომელიც მხედველობაში გვქონდა, არ განხორციელდა. შესაბამისად, ამ გარემოებიდან გამომდინარე, ტემპი ავაჩქარეთ, წინა კომიტეტზე 0,5 %-ით შევამცირეთ განაკვეთი, ბოლო კომიტეტზე კი 0,75%-ით “, - აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მოხდა გეოპოლიტიკური რისკების შეფასება, რაც წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირებას უკავშირდება.

„ერთ-ერთი მიზეზი, არის გარკვეული გეოპოლიტიკური რისკები, რასაც ყოველთვის ვიღებთ მხედველობაში, კერძოდ, წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ტრანსპორტირების ხარჯების შემდგომი ზრდა აღარ გაგრძელდა. გარდა ამისა გათვალისწინებული იქნა, რომ შიდა ინფლაციის მაჩვენებელი თებერვალში კიდევ უფრო დაბალი იყო, ვიდრე იანვარში და 2,7%-დან შემცირდა 2,4%-მდე. სხვა გარკვეული ინდიკატორები, მათ შორის რეალური გაცვლითი კურსი, ლარის სტაბილური სიმყარე ინფლაციურ გარემოში თავის კონტრიბუციას ახდენს.

„დაბალინფლაციურმა გარემომ ცოტა უფრო გაბედულად მოქმედების შესაძლებლობა მოგვცა. თუმცა კვლავაც საკმაოდ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ. გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არც თუ ისე დაბალია 8,25% და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ზომიერად მკაცრ მიმართულებას ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, სებ-ი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება.

ნათია თურნავას განცხადებით, თუ ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, 15 წლიან ჭრილში რეფინანსირების განაკვეთის მსგავსი მასშტაბის შემცირების გადაწყვეტილება არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკის სტიმულირების წინაპირობაა. იანვარში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და ეტაპობრივად პოტენციურ ტრენდს უბრუნდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა