მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7248.6
-0.0068
flag
AZN 1.5702
-0.0009
flag
CNY 39.444
0.0054
flag
EUR 3.1079
0.0076
flag
GBP 3.5803
0.0041
flag
KZT 54.79
-0.0038
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6693
-0.0015
news banner

დაესწარით საქართველოს ბანკის ვებინარს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე

news image
mbc image

საქართველოს ბანკი კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, Miami Ad School-თან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, 17 ივლისს, 19:00 საათზე საქართველოს ბანკის მიერ ვებინარი გაიმართება. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. 

ვებინარის ფარგლებში შეძლებთ მიიღო ინფორმაცია:

  • Miami Ad School-ში სრული დაფინანსებით სწავლის შესახებ;
  • პროგრამაში მონაწილეობის ყველა ეტაპის შესახებ;
  • მიიღოთ მნიშვნელოვანი რჩევები პორტფოლიოს შექმნის თაობაზე. 

მონაწილეები შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე, რეგისტრაციის დროს გამოყენებულ მეილზე 15 წუთით ადრე მიიღებენ.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

11.05.2026.15:57

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა