დაფარე კომუნალურები სოციალური ბარათით ლიბერთის ბანკომატში
ლიბერთის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სპეციალურად სოციალური ბარათის მფლობელებისთვის შეიქმნა. დღეიდან, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მარტივად დაფარონ კომუნალური გადასახადები ლიბერთის ბანკომატში, თანხის განაღდებისა და შემდგომ გადახდის ოპერაციის განხორციელების გარეშე!
მომსახურების დადებითი მხარეები მხოლოდ ამით არ სრულდება, ასევე:
● კომუნალურების დაფარვას ბანკომატის დახმარებით აქვს ნულოვანი საკომისიო;
● იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს უკვე დარეგისტრირებული აქვს აბონენტის ნომრები, ბანკომატი ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე დარეგისტრირებული აბონენტის იმ ნომრებს, რომლებზეც დავალიანება ფიქსირდება;
● ბანკომატის საშუალებით შესაძლებელია არა მთლიანი თანხების გადახდაც: ლარების და თეთრების (პირობითად, 15.33 ლარის)."ლიბერთის მიზანია გავაუმჯობესოთ და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება ჩვენს მომხმარებლებს.
სწორედ ამიტომ, დავნერგეთ კიდევ ერთი სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას მისცემს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაფარონ კომუნალური გადასახადები ბანკომატიდანვე, ნულოვანი საკომისიოთი." - აცხადებს დავით მესხიძე, ლიბერთის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.