მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

news image
mbc image

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.

STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის შექმნას განათლების უფრო მეტი შესაძლებლობა დებატების, ინგლისური ენისა და STEM მიმართულებით.

საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადის სამივე მიმართულება გუნდურ შეჯიბრს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც თითო გუნდი თითო სკოლას წარადგენს. მოსწავლეები ოლიმპიადებზე საკუთარ ცოდნას ორ ეტაპად - პირველ ტურში თეორიული, ხოლო მეორე ტურში პრაქტიკული დავალებებით გამოცდიან.

STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 8 დეკემბერს დასრულდება. დებატებისა და ინგლისურის ოლიმპიადებზე კი რეგისტრაცია გაზაფხულის სემესტრში გამოცხადდება.

STEM ოლიმპიადა

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თითო სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული.

STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება, პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. პირველი ტურის შედეგებზე დაყრდნობით კი გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომელიც მეორე ეტაპზე STEM პროექტებზე გუნდურად, ელექტრონული კომპონენტების (Arduino-ს ნაკრების) საშუალებით იმუშავებს.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი  სერტიფიკატს მიიღებს.

პროექტის ფარგლებში, ფინალში გადასული გუნდების მოსწავლეები და მენტორები 3 თვის განმავლობაში კონსულტაციებს გაივლიან კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით, STEM პროექტების შესრულების მიმართულებით.

ინფორმაციისთვის, ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა - მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით  სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა - მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ);

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

STEM აბრევიატურაა, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს აერთიანებს.

STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზებასა და მომავლის პროფესიების განვითარებას, რისთვისაც პროექტი უზრუნველყოფს STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებას სხვადასხვა პრიზებით და მონაწილე სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადამზადებას სფეროს ექსპერტების მიერ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა