დასაჩუქრდი Apple-ის 5$-ის აქციებით თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე
თუ ჯერ არ ხარ თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმის მომხმარებელი, გახსენი საინვესტიციო ანგარიში, მოხვდი პირველ 1000 მომხმარებელს შორის და დასაჩუქრდი Apple-ის 5$-ის აქციებით: https://tbconline.ge/MB/INV
ანგარიშის გახსნა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, განაახლე თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია და მიჰყევი ინსტრუქციას.
საინვესტიციო პლატფორმა შეზღუდვებისა და საკომისიოების გარეშე
შეიძინე 6500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციები და ფონდები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. შეგიძლია 1$-იდან ერთი აქციის ნახევარი ან მეათედიც კი შეიძინო. ანგარიშის გახსნა, თანხის ჩარიცხვა, ინვესტირების დაწყება, აქტივების ყიდვა-გაყიდვა და თანხის გატანა მომენტალურად და რაც მთავარია - უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეგიძლია.
მიიღე 3%-მდე სარგებელი დოლარში
თუ ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი, რომელ აქტივებში დააბანდო ინვესტიცია, შეგიძლია თანხა საინვესტიციო ანგარიშზე დროებით შეინახო და სანაცვლოდ, ამერიკულ დოლარში 3%-მდე წლიური სარგებელი დაგერიცხება.
საინვესტიციო მრჩეველი
თუკი თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მომხმარებელი ხარ, შესაძლებლობა გაქვს პერსონალური საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებითაც ისარგებლო, რომელიც შენს საჭიროებებზე მორგებული პორტფელის შედგენაში დაგეხმარება. ასევე, ბაზარზე არსებულ ტენდენციებს გაგაცნობს და შენს ნებისმიერ ანალიტიკურ თუ ტექნიკურ დავალებას შეასრულებს.
ავტოპილოტით ინვესტირება
პლატფორმაზე ავტოპილოტით ინვესტირების შესაძლებლობა გაქვს, რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
შეარჩიე შენთვის სასურველი:
ავტოპილოტის ჩართვის შემდეგ, შერჩეული თანხით და გრაფიკით, შენთვის სასურველი აქციებისა და ფონდების შეძენა ავტომატურად შესრულდება.
არ გადადო, დააბანდე.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.