მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელმა ოქტომბერში 50.7% შეადგინა - სებ-ის თვის მიმოხილვა

news image
mbc image

დეპოზიტების დოლარიზაციამ ოქტომბერში 50.7% შეადგინა. ამის შესახებ სებ-ის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 1.1 პპ-ით, 65.6%-მდე, ხოლო იურიდიული პირების 2.9 პპ-ით, 42.0%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით, 63.0%-მდე გაიზარდა.

„ოქტომბერში საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 7.3 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 0.3 მლრდ ლარით შემცირდა) და 57.1 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 14.7%- ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 1.2 მლრდ ლარით (4.1%-ით) შემცირდა და 27.9 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული კლება, მეტწილად მიმდინარე ანგარიშების და იურიდიული პირების დეპოზიტების შემცირებამ განაპირობა. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით 1.0 მლრდ ლარით გაიზარდა. სამთავრობო სექტორის დეპოზიტები 148.7 მლნ ლარით შემცირდა“, - განმარტავენ სებ-ში.

ირკვევა, რომ ოქტომბერში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 5.9% შეადგინა.

ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით გაიზარდა და 7.6% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.01 პპ-ით, 1.9%-მდე შემცირდა. რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით გაიზარდა და 10.9% შეადგინა. აშშ დოლარის ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთები, 0.1 პპ-ით, 2.5%-მდე შემცირდა, ხოლო ევროს ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 0.03 პპ-ით, 1.5%-მდე გაიზარდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა