დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა
დიდი ბრიტანეთში ნოემბერში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა, რაც ზედიზედ მეორე თვის მატებას აღნიშნავს. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, ეს მაჩვენებელი ეკონომისტების პროგნოზებს შეესაბამება და ოქტომბრის 2.3%-იან მაჩვენებელს აჭარბებს. ძირითადი ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს ენერგიას, საკვებს, ალკოჰოლს და თამბაქოს, 3.5%-ს შეადგენდა, რაც ოდნავ დაბალია Reuters-ის გამოკითხვის შედეგად პროგნოზირებულ 3.6%-თან შედარებით.
„ეკონომისტები 2025 წელს ოთხ განაკვეთის შემცირებას მოელოდნენ, მიმდინარე წელს ორი შემცირების შემდეგ, რადგან ინფლაცია ენერგიაზე ფასების ზრდის შემდეგ 2%-იან მიზანს უახლოვდებოდა. თუმცა, ფინანსური ბაზრები, რომლებიც ახლახან ამ პროგნოზებს ეთანხმებოდნენ, ახლა მხოლოდ ორ მეოთხედპროცენტულ შემცირებას ელოდებიან განახლებული ინფლაციური წნეხის გამო“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.