მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ძირითად საშუალებებში განხორციელებული ინვესტიციები რეკორდულ მაჩვენებლებზეა

news image
mbc image

ძირითად საშუალებებში განხორციელებული ინვესტიციები რეკორდულ მაჩვენებლებზეა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის დაზუსტებული მიმდინარე ფასებში კაპიტალის ანგარიშის მიხედვით ზრდა 11%-ის დონეზეა.

ირკვევა, რომ 2023 წელს კომპანიებმა ძირითად საშუალებებში 15 825,9 მლნ ლარი დააბანდეს, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი 14 311,2 მლნ ლარი შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად 2022 წლიდან ფიქსირდება.

საქსტატის საიტზე განთავსებული მონაცემებით, 2023 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • მთლიანი დანაზოგი - 15 723,9 მლნ ლარი,
  • კაპიტალური ტრანსფერების მიღება "დანარჩენი მსოფლიოდან" - 102,0 მლნ ლარი,
  • კაპიტალური ტრანსფერების გაცემა "დანარჩენი მსოფლიოსათვის"  - 0,0 მლნ ლარი.

2023 წელს კაპიტალის სახეების მიხედვით, კაპიტალის მთლიანმა ფორმირებამ 20 219,7 მლნ ლარი შედაგინა, ზრდა 2022 წელთან შედარებით 15%-ია. 

  • საცხოვრებელი დანიშნულების შენობები - 3 858,8 მლნ ლარი,
  • არასაცხოვრებელი დანიშნულების და სხვა ნაგებობები - 6 720,1 მლნ ლარი,
  • მანქანა მოწყობილობები და სამხედრო აღჭურვილობა - 5 529,7 მლნ ლარი,
  • კულტივირებული ბიოლოგიური აქტივები - 585,1 მლნ ლარი,
  • ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტები და არაწარმოებულ აქტივებზე საკუთრების უფლების გადაცემის ხარჯები - 663,8 მლნ ლარი,
  • მარაგების ცვლილება - 2 862,2 მლნ ლარი,
  • წმინდა დაკრედიტება (+)/ წმინდა სესხება(-) და სტატისტიკური განსხვავება -  -4 393,8 მლნ ლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა