მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ECBC - საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან

news image
mbc image

ევროპული იპოთეკური ობლიგაციების საბჭოს (European Covered Bond Council, ECBC) ყოველწლიურმა საერთაშორისო გამოცემამ, რომელიც იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავს, საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

პუბლიკაციაში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების ჩართულობით მომზადდა, პოზიტიურადაა მიმოხილული საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული კანონი "იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ", ასევე, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ 2023 წელს დამტკიცებული "იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი". გამოცემაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნიშანდობლივია, რომ სტატია ყოველწლიურად გადაიხედება და განახლებული სახით მომდევნო წლის  გამოცემებშიც  გამოქვეყნდება.

საერთაშორისო გამოცემის პრეზენტაცია გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, მიმდინარე წლის სექტემბერში გამართულ იპოთეკური ობლიგაციებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე (Euromoney/ECBC Covered Bond Congress) შედგა. ორგანიზატორთა მიწვევით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს იპოთეკური ობლიგაციის არა მხოლოდ როგორც საინვესტიციო პროდუქტის მნიშვნელობას, არამედ ყურადღება გაამახვილეს იპოთეკურ ობლიგაციაზე როგორც საბანკო სისტემაში რისკების მართვის ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, მათ შორის, იპოთეკური ობლიგაციის საშუალებით საბანკო სესხების დაფინანსებაში გრძელვადიანი ვალდებულების საფუძველზე მოზიდული სახსრების წილის ზრდის პოტენციალზე.


იპოთეკური ობლიგაციების დანერგვის მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გაწეული ძალისხმევის აღიარებას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ეროვნული ბანკი გერმანიის იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკების ასოციაციის (Verband deutscher Pfandbriefbanken - vdp) მიერ ორგანიზებულ იპოთეკური ობლიგაციების ევროპელ ზედამხედველთა სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს. ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ეროვნული ბანკიც იყო წარმოდგენილი, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიმართა და მასზე იპოთეკური ობლიგაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის აქტუალური საკითხები განიხილეს. სებ-ის წარმომადგენლებმა გრაცში გამართულ ცენტრალური ევროპის იპოთეკური ობლიგაციებისადმი მიძღვნილ კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა. პანელურ ფორმატში ქართველმა სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას იპოთეკური ობლიგაციების ჩარჩოს შემუშავებასთან დაკავშირებული ქართული გამოცდილება გაუზიარეს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა