მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკატერინე გალდავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ გლობალური გადახდების კვირეულში მიიღო მონაწილეო

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ, ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ „გლობალური გადახდების კვირეული 2025“ - ში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაში  70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები და გადახდების სისტემების ექსპერტები. გაიმართა დისკუსია გადახდების სფეროში გლობალურ ტენდენციებსა და მიმდინარე გამოწვევებზე.

კვირეულის ძირითადი განსახილველი თემები იყო  ციფრული გადახდების ინოვაციები, საერთაშორისო გადარიცხვების გაუმჯობესება, ტოკენიზაცია, კიბერუსაფრთხოება და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვა.

ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ვიცე-პრეზიდენტებს და ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს მთავარ მრჩეველს დანიელა რუსოს. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის, ინოვაციურ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების მართვისა და ციფრული ფინანსური სერვისების უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით.

ეკატერინე გალდავას განცხადებით, ელექტრონული გადახდების საკითხი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია, შესაბამისად გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება მნიშნელოვანი საკითხია.

"გლობალურ საგადახდო ფორუმებზე მონაწილეობა საქართველოსთვის არა მხოლოდ პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალება, არამედ მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაც არის. ელექტრონული გადახდების განვითარება, მათი სანდოობა და მომხმარებელთა დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მეტად ღირებულია," - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

ბრაზილიაში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების პრაქტიკის მენეჯერთან ჰარიშ ნატარაჯანთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს საერთაშორისო გადახდების გაუმჯობესებისა და რეგულაციური ინტერპერატაბელურობის მიმართულებით არსებული რეგიონული მიდგომები.

„გლობალური გადახდების კვირეული 2025“  მსოფლიო ბანკის, გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI – BIS) და ბრაზილიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა. კვირეული გადახდების სფეროში მნიშვნელოვან გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს დიალოგისთვის, ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა