მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

ეკატერინე მიქაბაძე - 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის - განხორციელდა მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 18 ემისია

news image
mbc image

2023 წელი ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო -  განხორციელდა მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 18 ემისია, რომლებიც 7 სხვადასხვა სექტორზე ნაწილდება. კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის ზომამ კი მიმდინარე წელს 1,8 მლრდ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ "თეგეტა ჰოლდინგისა" და "თიბისი კაპიტალის" ერთობლივ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიება "თეგეტა ჰოლდინგის" მიერ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 000 000 ლარის ობლიგაციები განთავსებას ეძღვნებოდა.

"თეგეტა ჰოლდინგმა", საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა.

სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროგრესზე, მნიშვნელოვან მიღწევებსა  და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

"ბოლო 5 წლის განმავლობაში კორპორაციული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში უფრო და უფრო ვითარდება და იზრდება. ბაზრის წინსვლის ნათელი მაგალითია მიმდინარე წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ტრანზაქციები. ამ მომენტისათვის კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა 1.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მოცულობას ორჯერ აღემატება. მიმდინარე წელს ქართულმა კომპანიებმა ასევე გამოუშვეს მწვანე, გენდერული და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საცალო ინვესტორების ინტერესის ზრდა და აქტიურობა აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის და მით უფრო მისასალმებელია საცალო ინვესტორების ნდობის ზრდა ლარში დენომინირებული გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტების მიმართ.

"ვფიქრობთ, აღნიშნული ემისია მიუთითებს ლარის მიმართ ინვესტორთა ინტერესის ზრდაზე და ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ტრენდი შენარჩუნდება მომავალშიც. ასევე, ეროვნული ვალუტის ფიქსირებული ინსტრუმენტები დაეხმარება ბიზნეს სუბიექტებს მოიზიდონ უფრო სტაბილური დაფინანსება და უკეთ მართონ საბაზრო რისკები. ინვესტორებისთვის კი ლარში დენომინირებული ფიქსირებული პროდუქტები შექმნის დაგროვების ალტერნატიულ საშუალებას“, - განაცხადა მიქაბაძემ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მეშვეობით ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების როლის გაძლიერებასა და მათ შორის, განსაკუთრებით ფიქსირებული გრძელვადიანი ინსტრუმენტების დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რასაც ეკატერინე მიქაბაძის თქმით, ეროვნული ბანკი საკუთარი მანდატის ფარგლებში ხელს შეუწყობს და წაახალისებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა