მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც, შესაბამისად, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის - გიორგი ცუცქირიძე

news image
mbc image

ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც- ასე ეხმიანება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, სებ-ის თავდაპირველი კომენტარები რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვერც ოპოექსპერტებმა უარყვეს და კარგია, რომ თავად ეროვნულმა ბანკმა გააკეთა შესწორება, თავისი ვფიქრობ ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე.

ცუცქირიძის შეფასებით, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის და თუ რისკებზეა საუბარი, კიდევ უფრო მიუღებელია და მაღალ რისკს ატარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე სანქციების დაწესების და იმპიჩმენტის მოთხოვნა, რასაც რადიკალური ოპოზიცია რომან გოცირიძის პირით აანონსებს! აქედანაც ჩანს თუ რა არის ოპოფლანგის რეალური მიზანი ამ კონკრეტული სანქციის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევაში!

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არაერთ რუსულ კომერციულ თუ სახელმწიფო კომპანიას თუ ბანკებს დაედო საერთაშორისო სანქციები.

სანქციებს დაექვემდებარა  რუსი ბიზნესმენები თუ სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები თუ პუტინის უახლოესი გარემოცვაც. სანქცირების სიაში მოყვნენ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან აფილირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირებიც.

ქართულ საზოგადოებაში გარკვეული გაურკვევლობა და ვნებათაღელვა მოყვა ერთის მხრივ აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას და  პარალელურად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რადგან ეს არის  პირველი პრეცედენტი, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.

ოპოზიციურმა მედიამ როგორც მას ჩვევია აიტაცა ირაკლი კობახიძის კომენტარი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, სადაც მან სებ-ის გადაწყვეტილება  ადამიანის უფლებების ნაწილში, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევად შეაფასა, რადგან თავისი არსით არის რა სისხლის სამართლებრივი სანქციები, ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგება.

უფრო გასაგები რომ იყოს აღვნიშნავ, რომ ერთის მხრივ, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ - ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

მაგრამ, მეორეს მხრივ, სებ-ის თავდაპირველი კომენტარები, რომ  პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვერც ოპოექსპერტებმა უარყვეს და კარგია, რომ თავად ეროვნულმა ბანკმა გააკეთა შესწორება,  თავისი ვფიქრობ ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ  საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის და არც მის შეუფერხებელ საქმიანობას ემუქრება რაიმე საფრთხე, აქ ზოგიერთი საექსპერტო კომენტარში, რომ ვკითხულობთ! და თუ რისკებზეა საუბარი, კიდევ უფრო მიუღებელია და მაღალ რისკს ატარებს მოთხოვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე ნათია თურნავაზე სანქციების დაწესების და იმპიჩმენტის მოთხოვნა, რასაც რადიკალური ოპოზიცია რომან გოცირიძის პირით აანონსებს! აქედანაც ჩანს თუ რა არის ოპოფლანგის რეალური მიზანი ამ კონკრეტული სანქციის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევაში!“- გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა