მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკი მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას იწყებს

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სეგმენტის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვას განაგრძობს და ამჯერად მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას  უერთდება.

წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი საგანმანათლებლო პლატფორმის "ფინედუს" ორგანიზებით, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაგეგმილია სასკოლო საზოგადოებაში უკვე საკმაოდ პოპულარული პროექტის - "მოიწვიე ფინედუ კლასში" განხორციელება.

პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლების, "ფინედუს დესპანების" სკოლებში ვიზიტებსა და ფინანსური განათლების გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. "ფინედუს დესპანები" 31 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით III-IX კლასის მოსწავლეებს ეწვევიან და მათ ღია გაკვეთილებს ჩაუტარებენ. გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად "ფინედუს დესპანობის" მისიის შესრულება უკვე მოხალისე მასწავლებლებსაც შეეძლებათ, რაც კამპანიას კიდევ უფრო მასშტაბურსა და საინტერესოს ხდის. 

პროექტში ჩასართავად დაინტერესებული მასწავლებლები "ფინედუს" ვებგვერდზე სპეციალური ფორმის შევსებით დარეგისტრირდნენ. აღსანიშნავია, რომ მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება - ამჯერად, დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილისთვის 300-მდე კლასის 6500-მდე მოსწავლე ემზადება. გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს შესაბამისი საგანმანათლებლო მასალებიც დაურიგდებათ.

პროექტის მასშტაბურობა დიდწილად განპირობებულია ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პარტნიორი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ფინანსური, ადამიანური თუ საინფორმაციო მხარდაჭერით. წლევანდელი კამპანიის განხორციელებაში ჩაერთნენ შემდეგი ორგანიზაციები: გერმანული ფონდი შპარკასე საქართველო, სს "პაშა ბანკი" (რე ბანკი), სს "ბაზისბანკი", სს "საქართველოს ბანკი", სს "კრედო ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "თიბისი ბანკი", მისო "ემ ბი სი", საპენსიო სააგენტო, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ილიაუნის უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო, მისო "კრისტალი".

მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას, თითქმის საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა. საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნის ტრადიცია 2012 წლიდან დაიწყო და მას ფინანსური სექტორი სხვადასხვა ინიციატივით ხვდება. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა "გროვიაა".

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა