ეროვნული ბანკი ზუსტად თვლის რისკებს, მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურია - გიორგი აბაშიშვილი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე
სრულიად ლოგიკურია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. კვლავ ფრთხილი ოპტიმიზმია, თუმცა სწორი მიდგომა არსებული გამოწვევების ფონზე, - Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი რეფინანსირების განაკვეთზე სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას აფასებს. .
„ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მეორეს მხრივ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მარტივი რისკი - თანმდევი ბუნებრივი ინფლაცია. ამიტომ, მგონია, რომ ეროვნული ბანკი ზუსტად თვლის ამ რისკებს! განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ეროვნულმა ბანკმა სწორი პოლიტიკით შეძლო უკვე ინფლაციური მოლოდინების მართვა და ახლა მისი გადაწყვეტილებები ბიზნესის და საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ ნდობას გმსახურებს“. - განაცხადა აბაშიშვილმა.
სებ-მა მონეტარული კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე შეამცირა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.