მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო დროული, მიმდინარე რყევას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს - ლადო პაპავა

news image
mbc image

 

სებ-მა სავალუტო ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა, რასაც აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მიმდინარე გაუფასურებას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს და ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება იყო დროული.

„როდესაც ქვეყანაში ეროვნული ვალუტა განიცდის გაუფასურებას დღის წესრიგში დგება გაირკვეს რა არის ამისი მიზეზი, რათა აღნიშნულ მიზეზს მიეხედოს. ფაქტია, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს თუ შევხედავთ არაფერი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გაუფასურება ხდებოდეს. ანუ ამ გაუფასურებას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს. ამის უკან არის მოლოდინები, რომ ქვეყნის გარშემო შექმნილი პოლიტიკური საერთაშორისო ურთიერთობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგიდან საფრთხის მოლოდინები მოიხსნას და მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა ანუ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი“, - აღნიშნავს ლადო პაპავა.

მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა რეზერვები იმისთვის არის, კრიზისულ მომენტში, თუ კი ასეთი კრიზისული მომენტები იქნება იქნეს გამოყენებული.

„სებ-ის გადაწყვეტილება მორიგი ტრანში გაუშვას სავალუტო რეზერვებიდან არის სრულად გამართლებული“, - აცხადებს აკადემისოკოსი. მისი თქმით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საფრთხის წინაშე არ დგას, რადგანაც სტაბილურობა არის გარანტირებული. „ვიდრე პოლიტიკური დაძაბულობა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, ეს საფრთხე არსებობს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაიმე უარყოფითი ტენდენციები არ არსებობს. არის მოლოდინები, რომელიც არის გამოწვეული პოლიტიკური სიტუაციიდან, განსაკუთრებით საერთაშორისო ფაქტორიდან. ამ შემთხვევაში სებ-ის ქმედება არის გამართლებული, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს და მოსახლეობაც არ დააზარალოს“, - აღნიშნა პაპავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა