მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სწორია და ცალსახად მიმართულია ლარის გამყარებაზე - ოთარ ნადარაია

news image
mbc image

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაია დადებითად აფასებს.

როგორც ნადარაია Business Insider Georgia- თან განმარტავს, მომხმარებლების დაცვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯია, რასაც რეალურად ყველა მხარისთვის მოჰყვება სასურველი შედეგი, მათ შორის, ბანკებისთვისაც.

ოთარ ნადარაიას შეფასებით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება,  რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა ლარის გამყარების მიმართულებითაც.

,,კონტრციკლური ბუფერი ზოგადად ტექნიკური საკითხია, მაგის ახსნას ახლა ვერ შევუდგები. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია სავალდებულო რეზერვების ნორმის შემცირება. სებ-ის არგუმენტები მისაღებია, ვინაიდან გლობალურ დონეზე ისედაც გაზრდილია განაკვეთები და მეორე მხრივ ჩარჩო  უფრო მორგებული გახდეს მომხმარებლებზე -  ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი, მათ ჰქონდეთ უფრო მეტი საშუალება, რომ იმავე ვალუტაში აიღონ სესხი. ზოგადად გადაწყვეტილება ლარის კურსის მიმართებაშიც პოზიტიურია, ვფიქრობ, რომ ლარიზაციის  ღონისძიებებთან ერთად საკმაოდ  ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, საბოლოოდ კი კურსის გამყარებას უწყობს ხელს", - განმარტავს ნადარაია.

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი აქცენტს საფინანსო სექტორის მდგრადობაზეც აკეთებს, სესხების მშპ-თან ფარდობასთან დაკავშირებით კი დასძენს, რომ ეს საკითხიც თანდათან ლაგდება ეკონომიკური ზრდის პარალელურად,  რაზეც ასევე მდგრადი საკრედიტო აქტივობებიც მოქმედებს.

„მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ვისაც სავალუტო რისკი აქვს, პირობები მკაცრდება, მაგრამ ვისაც არ აქვს ეს რისკი, პარალელურად ხდება შერბილება, ამ კუთხით კომიტეტის მიერ განხორციელებული ცვლილება მისასალამებელია. ცალსახად,  ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებაა, რომ საფინანსო სისტემა არის მდგრადი, ამაში ახალი არაფერია. მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ სესხების ჭარბი ზრდა ჯერჯერობით არ  იკვეთება, რასაც ადგილი ჰქონდა სამომხმარებლო სესხების მიმართულებით. თუმცა ამაზეც მოხდა რეაგირება სებ-ის მხრიდან, ჯამურად ჩვენ ეს პრობლემა არ გვიდგას.  სესხებთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ 2023 წლის ოქტომბერში  წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, ესეც ეკონომიკურ ზრდასთან თანხვედრაშია.

მთლიანობაში რომ შეჯამდეს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება, დასძენს, რომ ბანკებისთვის არ არის ცალკე აღებული, მთავარია კლიენტებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ვისაც ვალუტაში აქვს შემოსავალი, მეტი საშუალება ჰქონდეს, რომ სესხი აიღოს იმავე ვალუტაში, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი - უფრო დაზღვეული იყოს. ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი სწორია და მისაღებია ყველასთვის, მათ შორის ბანკებისთვის", - აცხადებს ოთარ ნადარაია Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1 პროცენტი. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამცირა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა