მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიკროსაფინანსო ინდუსტრიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

news image
mbc image

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიკროსაფინანსო ინდუსტრიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

27-29 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით, თბილისი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. 

MFC-ის 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის თემაა - „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში".

კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიებაა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსურ სფეროს მარეგულირებლების, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისა და სოციალური ფინანსების ინოვატორი კომპანიების წარმომადგენლები.

 

კონფერენციის მიზანია ინკლუზიურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა გეოპოლიტიკური და კლიმატური გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მიკრო და საოჯახო ბიზნესებსა და მოწყვლად ჯგუფებზე როგორიცაა: ქალები, ახალგაზრდები, მიგრანტები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა.

წლევანდელი კონფერენცია ლარის 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, MFC-ის კონფერენცია მოიცავს ერთობლივ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. კონფერენციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა გახსნის.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ეროვნული ბანკის და პირადად ჩემი სახელით, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის ჩვენი ქვეყანა შეარჩიეთ.რეფორმებმა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურ განვითარებაში, შედეგად დამკვიდრდა მოქნილი, მაგრამ პასუხისმგებლიანი საფინანსო მოდელი, რომელმაც გაუძლო სერიოზულ გამოწვევებს. საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი დღეს დივერსიფიცირებული, რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებული სექტორია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით  400-მდე სტრუქტურული ერთეულით და 2 მილიარდ ლარამდე აქტივებითაა წარმოდგენილი. ის წარმოადგენს ფინანსური მომსახურების მნიშვნელოვან მიმწოდებელს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურა ნაკლებად ხელმისაწვდომია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მიკრო და მცირე მეწარმეების არა მხოლოდ კრედიტორები, არამედ პარტნიორები, ინკლუზიური ეკონომიკისა და ფინანსური განათლების ხელშემწყობნი არიან. სწორედ მათი მოქნილობა, ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მდგრად მოდელს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. 

„როცა მსოფლიო ერთდროულად შოკებს განიცდის - კონფლიქტიდან კლიმატამდე - წლევანდელი კონფერენცია მხოლოდ შეხვედრა არ არის. ეს მოქმედებისკენ მოწოდებაა. მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს სჭირდებათ სწორი ინსტრუმენტები, ცოდნა და პარტნიორობა, რათა მოახდინონ რეაგირება ახალ რეალობებზე და გააგრძელონ თემების მომსახურება მდგრადი მიდგომით და ნათელი მიზნებით", - აღნიშნა მიკროსაფინანსო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კატარჟინა პავლაკმა.

„საქართველოს არჩევა მასპინძელ ქვეყნად ასახავს კონფერენციის თემის აქტუალობას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მოხდეს იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ შეიძლება გაურკვევლობების საპირწონედ მიკროსაფინანსო სექტორი მოგვევლინოს სტაბილურობისა და ზრდის ხელშემწყობად. საქართველომ საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის რეალური ზეგავლენა, ხოლო მიკროსაფინანსო სფერო ჩამოყალიბდა როგორც მდგრადობის მაგალითი", - განაცხადა მიკროსაფინანსო ცენტრისა და მიკრობანკი კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ.

საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერები არიან: მიკრობანკი კრისტალი, Fimple, Finance Ltd, MFX Solutions, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა, სეფინი (Q-Lana), Agents for Impact, EFSE, Global Gender-Smart Fund, Mastercard, Aspekt, responsAbility Investments AG, Kyia.ai, zypl.ai, კრედო ბანკი და MicroEurope.

MFC მიკროსაფინანსო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელი, რომელიც აერთიანებს 140 წევრ ორგანიზაციას 36 ქვეყნიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის ემსახურება 2 მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან კლიენტს და მხარს უჭერს პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და მდგრად ფინანსებს ადვოკატირების გზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, ციფრული ტრანსფორმაციით, მწვანე ფინანსებითა და ESG-ის ხელშეწყობით.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა