მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნულმა ბანკმა "მოქალაქეობის" მასწავლებლებისთვის დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგან "მოქალაქეობის" მასწავლებლებისთვის ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა. სასწავლო მასალა გერმანულ ფონდ შპარკასესა (German Sparkassenstiftung) და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით, ასევე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ჩართულობით შეიქმნა და ფინანსური განათლების საკითხების სწავლებისას მასწავლებელთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

დამხმარე სახელმძღვანელო საგან "მოქალაქეობის" მე-9 კლასებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა: პროფესია და სამსახური, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, საფინანსო ორგანიზაციები და პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა, დაზღვევა. სახელმძღვანელო თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ აქტივობებს, ჯგუფურ სამუშაოებსა და თამაშებსაც ითვალისწინებს, რათა მასწავლებლებს ცოცხალი, აქტიური ხასიათის გაკვეთილების ჩატარებაში შეუწყოს ხელი,  მოსწავლეებს კი - მოტივაციის ამაღლებასა და ფინანსური განათლების საკითხების პრაქტიკული კუთხით დანახვაში.

აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლო მასალებზე დაყრდნობით ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს თბილისისა და რეგიონების სკოლების მოქალაქეობის 100-ზე მეტი მასწავლებელი გადაამზადა გარდა ამისა, გაგრძელდა ტრენერთა ტრენინგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ტრენერებიც გადაამზადა, რომლებიც მომავალი წლიდან, მიღებულ ცოდნას  სხვა მასწავლებლებსაც გაუზიარებენ.  

დამხმარე სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალის - ფინედუს ვებგვერდიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მე-7 კლასის მასწავლებლებისთვის დამხმარე სასწავლო მასალა შემუშავდა და 600-მდე მასწავლებელი გადამზადდა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა