მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სემინარს - „გლობალური ეკონომიკური ტენდენციების ზეგავლენა და რისკები“ უმასპინძლა

news image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა თემაზე „გლობალური ეკონომიკური ტენდენციების ზეგავლენა და რისკები“. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს რეგიონალური გამოწვევები და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გზები.

სემინარის მიზანი არსებული ეკონომიკური ტენდენციების გამოკვეთა და სამომავლო რისკების ანალიზი იყო.

ღონისძიება სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სებ-ის როლზე მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფაში.

„მოქნილობა, გამჭვირვალობა და ნდობა წარმატებული მონეტარული პოლიტიკის საფუძველია“, - აღნიშნა მიქაბაძემ.

მისივე განცხადებით, მანდატის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად ფასების სტაბილურობა, ნებისმიერ შემთხვევაში, შენარჩუნებული იქნება.

„ფასების სტაბილურობა სებ-ის მთავარი მანდატია და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძველს წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყო ფასების ზრდის ტემპის შენელება და მარტიდან მოყოლებული ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. აღნიშნული, სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, როგორც დროული გამკაცრების, ასევე დროული ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

პრეზენტაციები წარადგინეს მსოფლიო ეკონომიკის წამყვანმა ექსპერტებმა და სებ-ის საერთაშორისო მრჩევლებმა - დუგლას ლაქსტონმა და დევიდ ვავრამ.

დევიდ ვავრამ, ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ეფექტიანობაზე და იმ ახალი რისკების გადაჭრის გზებზე, რის წინაშეც საფინანსო სექტორი დგას მთელ მსოფლიოში და საქართველოში.

დუგლას ლაქსტონმა, პრეზენტაციის ფარგლებში აღნიშნა, რომ სებ-მა უკეთესად მართა ფასების სტაბილურობის გამოწვევები ვიდრე ბევრმა მოწინავე განვითარებულმა ქვეყანამ.

„მე ვისაუბრე იმ შესაძლო რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გლობალური ეკონომიკა დგას და რომელიც ყველა ქვეყნისთვის რელევანტურია, მათ შორის, ისეთი მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულმა ბანკმა უკეთესად მართა ფასების სტაბილურობის გამოწვევები ვიდრე ბევრმა მოწინავე განვითარებულმა ქვეყანამ. ასევე, ცენტრალური ბანკის ღია კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან კარგია და ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში ფართოდ უნდა გავრცელდეს“, - განაცხადა დუგლას ლაქსტონმა.

აღსანიშნავია, რომ დუგლას ლაქსტონი, რომელიც მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კანადის ცენტრალურ ბანკში, აქტიურად იყო ჩართული სებ-ის პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის (FPAS) შექმნაში. თავის მხრივ, დევიდ ვავრას ცენტრალური ბანკებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზირების მიმართულებით.

სემინარს „გლობალური ეკონომიკური ტენდენციების ზეგავლენა და რისკები“ ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, საფინანსო სექტორის, ანალიტიკური ცენტრების, კვლევითი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მსგავსი დისკუსიებით საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს პროფესიონალებსა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და  მათთვის ჯანსაღი სადისკუსიო პლატფორმის შეთავაზებას.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

11.05.2026.15:57

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა