მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა

news image
mbc image

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, დაგენერირებული მოგება, გლობალური დაფარვის მასშტაბები, კლიენტების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. 

თიბისი, ყველაზე დიდი წილით, სავალუტო სერვისების ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს, რაც მოიცავს ტრანზაქციებს მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორაციული კლიენტებისთვის.

თიბისის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის მიმართულებას სავალუტო პროდუქტების გაყიდვების საკუთარი გუნდი ჰყავს, რომელიც 40 სექტორში 7300 კორპორაციულ კლიენტს ემსახურება. თითოეული ინდუსტრია დარგის ექსპერტულ ცოდნასა და კლიენტების საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს მოითხოვს. თითოეულ სექტორს შესაბამისი პროდუქტის მენეჯერი ფარავს, რომელიც სავალუტო ბაზრებზე დიდი გამოცდილების დახმარებით, ეფექტურად მართავს პორტფელს.

ბოლო 12 თვის განმავლობაში, თიბისიმ 308 მილიონ ლარზე მეტი სავალუტო შემოსავალი მიიღო, რაც სავალტო ბაზრებზე ზრდადი კონკურენციის მიუხედავად, 10%-ითაა გაზრდილი.

თიბისის კორპორაციული კლიენტებისთვის სავალუტო პროდუქტების მოხმარება სრულად ციფრულია, რაც ზოგავს მათ დროს და ზრდის მათ კმაყოფილებას.

თიბისის კორპორაციულ კლიენტებს კონვერტაციის გატარებისთვის მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდებათ. თიბისის ინტერნეტ ბანკში ჩაშენებულია "კონვერტაციის კურსის მოთხოვნის ფანჯარა", საიდანაც კლიენტს შეუძლია შეღავათიანი კურსით კონვერტაციაზე მოთხოვნა გამოაგზავნოს და პირდაპირ, შეტყობინების საშუალებით დაეკონტაქტოს ბანკს.

თიბისის მისიის - "ადამიანების ცხოვრების გამარტივების" შესაბამისად, თიბისის გუნდმა, სავალუტო ოპერაციების მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად, 2023 წლის ბოლოს ახალი სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის პირველი ეტაპი ძირითადი რეგიონული ვალუტებისთვის მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული საკურსო ტარიფების შეთავაზებას გულისხმობს თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში.

პროდუქტის შექმნის დღიდან, 500-ზე მეტი კორპორაციული კლიენტი იყენებს საკურსო ტარიფების მოდულს ინტერნეტ ბანკში. შედეგად, ჯამში 130 000-ზე მეტი სავალუტო ოპერაცია, სავალუტო მენეჯერის გარეშე, ავტომატურად შესრულდა.

"გვეამაყება, რომ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას და სავალუტო პროდუქტებს ვთავაზობთ. შეუფერხებელი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გამოცდილება ჩვენი მთავარი უპირატესობაა, რისი დასტურიცაა 2024 წელს საკურსო ტარიფების ინსტრუმენტის ჩაშენება თიბისის ციფრულ არხებში. ახალი ინიციატივით, მომხმარებლებს ციფრულ არხებში წვდომა აქვთ სპეციალურ სავალუტო ტარიფებზე. ასევე, შესაძლებლობა აქვთ სავალუტო ტრანზაქციები 24/7-ზე, მომენტალურად შეასრულონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ძირითადი და რეგიონული ვალუტით სავაჭრო შესაძლებლობებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი საქმიანობით და შედეგებით, იურიდიული პირების სავალუტო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი და ლიდერის პოზიცია მოვიპოვეთ", - ქეთევან კანდელაკი - თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა