ფინანსთა მინისტრის კომენტარი IMF-ის პროგრამის შეჩერებაზე
სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ახალი ამბავი არ არის, - ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის შეჩერებაზე მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
„სსფ არის ჩვენი პარტნიორი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ახალი ამბავი არ არის, ეს მოხდა მას შემდეგ რაც განხორციელდა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში, მეორეს მხრივ ჩვენ ვყავით და ვართ დიალოგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მიმდინარეობს იმ პარამეტრების გაცვლა რა პარამეტრებზეც ვიყავით შეთანხმებული. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხორცოელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმარება. ამ მიმართულებით ეს არის სამუშაო პროცესი. რაც შეეხება მიმოხილვას, რაც საბოლოო შეთანხმება გვექნება პროგრამის პუნქტებთან დაკავშირებით, რადგან როდესაც სამწლიანი პროგრამა იწყება მასში ცვლილებები შედის და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. წინა ოთხწლიან პერიოდშიც უამრავი ცვლილება განიცადა პროგრამამ დასაწყისიდან მის დასრილებამდე და შესაბამისად, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ამ პროგრამაშიც აისახოს და უკვე ერთად ჩატარდეს შემდგომი მიმოხილვები. პროგრამის შეჩერებას საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა არ ექნება. თუმცა სასურველია ეს პროცესი მალე დასრულდეს“,- განაცხადა ხუციშვილმა.
განახლებადი
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.