მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ფაქტორების ინტეგრაციით ჩვენი მიზანია საქართველომ საერთაშორისო დონეზე მოწინავე პოზიცია შეინარჩუნოს - ნათია თურნავა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს და მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევს აქვეყნებს. ეს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრაციის ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილებასთან და სხვა ESG ფაქტორებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების მართვის გაუმჯობესებას და საქართველოს დაბალ ნახშირბადიან და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პირველი გზამკლევის (2019–2024) მიღწევებზე დაყრდნობით, რომელმაც საქართველოში მდგრადი ფინანსებისთვის მყარი საფუძველი შექმნა, მეორე გზამკვლევი (2025-2028) ფოკუსირებულია მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებაზე არსებული რეგულაციების, სახელმძღვანელოებისა და ინსტრუმენტების განახლების, გაუმჯობესებისა და გაძლიერების გზით. ის ასევე ხაზს უსვამს ფინანსური სექტორის მიერ რეგულაციების დანერგვის მონიტორინგს, შესაბამისობის შეფასებას, ხარვეზების იდენტიფიცირებასა და უწყვეტი გაუმჯობესებისთვის უკუკავშირის უზრუნველყოფას.


საქართველოს მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკლევი ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის გერმანულ ფონდ შპარკასეს (DSIK), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN), კონსულტაციების შედეგად შეიქმნა.


მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკლევი ყველა იმ შესაძლო ღონისძიებას აერთიანებს, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებისთვის. გზამკლევი მოიცავს ექვს მიმართულებას, რომლებიც თავის მხრივ, დაყოფილია ძირითად და დამხარე მიმართულებებად. ძირითადი პილარები რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს, როგორიცაა ESG საკითხების (კლიმატისა და ბუნებასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით) ჩართვა ფინანსური ინსტიტუტების რისკების მართვის ჩარჩოსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გამჭვირვალობისა და შესადარისი ანგარიშგების უზრუნველყოფა; კაპიტალის ნაკადების მდგრადი აქტივობებისკენ მიმართვის მხარდაჭერა; და მდგრადობის პრინციპების ჩართვა საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა ოპერაციებსა და სამუშაო პროცესებში. დამხმარე პილარები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება; და პოლიტიკის შესაბამისობისა და ცოდნის გაზიარების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევი


მდგრადი ფინანსების მეორე გზამკვლევი განიხილა და დამტკიცა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა.
"მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკლევი მნიშვნელოვანი ეტაპია ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების პროცესში. მარეგულირებელი ინსტრუმენტების გაძლიერებით, გამჭვირვალობის ხელშეწყობითა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ESG ფაქტორების ინტეგრაციის მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია საქართველომ საერთაშორისო დონეზე მოწინავე პოზიცია შეინარჩუნოს. ეს გზამკვლევი ხაზს უსვამს ჩვენს მისწრაფებას მდგრადი ფინანსების განვითარებისა და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის, ინოვაციურობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
გზამკვლევი, საბაზრო პირობების, ახლად წარმოქმნილი რისკებისა და მდგრადი ფინანსების გლობალური ტენდენციების ასახვის მიზნით, პერიოდულად გადაიხედება და განახლდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა