მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფინანსური სექტორი მდგრადია და ეკონომიკის დაკრედიტებას 2024 წელსაც შეუფერხებლად განაგრძობდა - რა წერია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში

news image
mbc image

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სექტორი მდგრადია და ეკონომიკის დაკრედიტებას 2024 წელსაც შეუფერხებლად განაგრძობდა. ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის მსგავსად, საბანკო სექტორის კაპიტალის ადეკვატურობის, ლიკვიდობისა და სესხების ხარისხის მაჩვენებლებმა 2024 წელსაც განაგრძო გაუმჯობესება. შემცირდა ქვეყნის სუვერენული რისკის პრემია და გაცვლითი კურსის მერყეობა, რაც ფინანსური სტრესის ინდექსის დამატებით შემცირებაში აისახა. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით მაღალი გაურკვევლობა კვლავ ნარჩუნდება, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა რისკების გასამკლავებლად მზად არის. ძლიერი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობა კვლავ ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი ეტაპობრივად იხურება და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს საკრედიტო პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომი კურიზრდის თანაზომიერი იქნება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა