მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით ხელს შევუწყობთ ბანკებს უფრო ეფექტიანად მართონ თავიანთი აქტივები - დავით უტიაშვილი

news image
mbc image

ჩვენ დავაკვირდით დინამიკას და დავინახეთ რომ რუსეთიდან მიგრაციას ნეგატიური ტენდენცია აქვს, გზავნილები მნიშვნელოვნად 75%-ით არის შემცირებული. ასევე, რუსეთის ანაბრების წილის ზრდა საბანკო სექტორის მთლიან ანაბრებში არ ხდება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიჩნია, რომ მსგავსი ტიპის ანაბრებზე შეიძლება იგივე მიდგომა გვქონდეს რაც სხვა არარეზიდენტებზე, - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის ლიკვიდობის მოთხოვნა სხვა არარეზიდენტი დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნას 40%-ს გაუთანაბრდა.

დავით უტიაშვილის თქმით, 40%-იანი გადინების განაკვეთი საკმაოდ კონსერვატიული მიდგომაა. მისივე განმარტებით, მოზიდული 100 ლარიდან ბანკმა 40 ლარი ლიკვიდურ აქტივში უნდა შეინარჩუნოს და დარჩენილი 60 ლარი შეუძლია სხვა აქტივებზე მიმართოს.

„ჩვენ მეტ მოქნილობას ვაძლევთ ბანკებს და მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეისთვის ვხედავთ გლობალურად გამკაცრებულ ფინანსურ პირობებს, რომელიც გადმოეცემა ჩვენ ბაზარს. დღეისთვის დამატებითი მკაცრი მოთხოვნების წინაპირობები არ გვიდგას და ჩვენი მოლოდინია, რომ ასეთი ინსტრუმენტებით ხელს შევუწყობთ ბანკებს უფრო ეფექტიანად მართონ თავიანთი აქტივები“, - აღნიშნა უტიაშვილმა.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ეროვნული ბანკი სიტუაციურად მოქმედებს და აგრძელებს მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვებას. მისი თქმით, წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი ამ ინსტრუმენტს კვლავ აამოქმედებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, აღნიშნა დავით უტიაშვილმა

. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 29 მაისს გაიმართება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა