მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ForSet- ის ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალგაზრდების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. მეცნიერი ქალებისა და გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 11 თებერვალს, ForSet-ის ინიციატივითა და ბანკის მხარდაჭერით ღონისძიება -  “STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“  გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სფეროს ლიდერების გამოსვლებს და მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ ვორქშოფებში. ასევე, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები, გაეგოთ მეტი STEM-ის შესახებ და გასცნობოდნენ ამ სფეროში კარიერულ შესაძლებლობებს.

ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერმა, სალომე მეგრელიშვილმა დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა თემაზე:  „სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი: რა მასწავლა ჩემმა კარიერამ Tech-ში“.

„მოხარული ვარ რომ აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს ბანკის სახელით მივიღე მონაწილეობა. დამსწრე აუდიტორიას ვესაუბრე ტექნოლოგიების სფეროში ჩემს გამოცდილებაზე და კარიერულ შესაძლებლობებზე.  საქართველოს ბანკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოში. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ციფრული პროდუქტების და ზოგადად სფეროს განვითარებაზე. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ტექნოლოგიური სფეროს შესახებ მიიღონ ინფორმაცია და სწორად განსაზღვრონ მათი სამომავლო პროფესია. წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებს და ვიმედოვნებ, რომ კიდევ არაერთი მსგავსი ღონისძიება გაიმართება. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, სფეროს განვითარების ხელშეწყობას და ახალგაზრდების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერმა, სალომე მეგრელიშვილმა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ForSet-ის მიერ და მისი პარტნიორები იყვნენ DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკი, UNDP-ისა და შვედეთის, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამა, IBCCS TAX, UN Women და ტერმინალი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა